კრიშტიანო რონალდო: ჩემპიონთა ლიგაში უკეთეს სტარტს ვერც წარმოვიდგენდით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც სტამბულის "გალათასარაისთან" მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა, შეხვედრის დასრულების შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და თანაგუნდელები, გარეთ ბეილი და იკერ კასილიასიც ახსენა.

17 სექტემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩში მადრიდელებმა თურქულ კლუბს სტუმრად ექვსი გოლი გაუტანეს.

რონალდოს გარდა, თავი ისკომ და ბენზემამ (2) გამოიჩინეს, მასპინძელთაგან კი ერთადერთი გოლის გატანა ბულუთმა შეძლო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"ჩემპიონთა ლიგაში უკეთეს სტარტს ვერც წარმოვიდგენდით. კარგ ფორმაში ვართ და ეს გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს.

მიუხედავად ანგარიშში დიდი სხვაობისა, შემიძლია ვთქვა,
რომ რთული თამაში იყო. "გალათასარაი" - იოლი მეტოქე არაა და პირველ წუთებში სერიოზულ წინააღმდეგობასაც გვიწევდა. თუმცა ჩვენ შევძელით გატანა და თამაშის სადავეების ხელში აღება.

რა თქმა უნდა, დასანანია, რომ კასილიასი ტრავმის გამო იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა, თუმცა მჯერა, რომ მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და სულ მალე მწყობრში იქნება",
- თქვა კრიშტიანომ.

რაც შეეხება უელსელ ვინგერს, მოედანზე ის შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა. პორტუგალიელმა კი მასზე თქვა:

"ჩვენ ჯერ კიდევ ერთმანეთის გაცნობის ეტაპზე ვართ. ბეილი ნელ-ნელა ეჩვევა "რეალს". მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს, რადგან გარკვეული დრო პრაქტიკის გარეშე იყო.

როგორც თავადვე აცხადებს, გუნდთან მისი ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს",
- თქვა პორტუგალიელმა ფორვარდმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული