ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში [VIDEO]

AutoSharing Option

1-ელ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის II ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არაფერია გარკვეული, მაგრამ "ბარსელონამ", "ატლეტიკომ", "შალკემ" და "არსენალმა" წინ დიდი ნაბიჯები გადადგეს...


E ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 2 2 0 0 4-0 6
2. ბაზელი 2 1 0 1 2-2 3
3. ჩელსი 2 1 0 1 5-2 3
4. სტიაუა 2 0 0 2 0-7 0

ფეხბურთის გულშემატკივართათვის მოულოდნელად "შალკე" მე-2 ტურის შემდეგ ცხრილს ისევ სათავეში უდგას.

იენს კელერის გუნდი სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს ჯგუფიდან გასვლაზე. თუკი რურელებმა "ჩელსისთან" 6 ქულა არ დაკარგეს, პლეი ოფში გასვლაში ძნელად თუ რამე შეუშლით ხელს.

ბაზელი
-შალკე 0:1
გოლები: 0:1 დრაქსლერი (54)
ბაზელი (4-1-4-1): ზომერი - ფოსერი, შარი, ივანოვი, საფარი (84. ემილიო) - ფრეი (84. დეგენი), შტოკერი, ჩაკა (62. სიო), დიასი, სალა - შტრელერი
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, სანტანა, აოგო (78. კოლაშინაცი) - ჰიოგერი, ნოუშტედტერი - ფარფანი (45. ჟალაი), მეიერი (85. ჰოოგლანდი), დრაქსლერი - კ. ბოატენგი
გაფრთხილება: ემილიო - აოგო, ფარფანი, ჰიოგერი
კარში დარტყმა: 11-10 (2-2) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 18-15 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 33 251
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
გაბრაზებულმა "ჩელსიმ" ბუქარესტში "სტიაუასგან" მარტო ბუნდღა დატოვა. დასანანია, რომ ჟოზე მოურინიომ რიგით სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო ფერნანდო ტორესი დაკარგა.

ევროტურნირებზე ჩატარებული თავისი 120-ე თამაში გოლით დააგვირგვინა ფრენკ ლემპარდმა.

სტიაუა-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 რამირესი (20), 0:2 გეორგიევსკი (44-ს.კ-ში), 0:3 რამირესი (55), 0:4 ლემპარდი (90)
სტიაუა (4-2-3-1): ტეტერუშანუ - გეორგიევსკი (71. ვარელა), შუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - ფილიპი, ბურჩანუ, - ტენასე სტანჩუ, პოპა (46. ტატუ) - პიოვაკარი (46. კაპეტანოსი)
ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ე. კოული - ოსკარი (78. ასპილიკუეტა), რამირესი, ლემპარდი - მატა (80. ვილიანი), შიურლე - ტორესი (11. ეტოო)
გაფრთხილება: ლემპარდი, ე. კოული
კარში დარტყმა: 18-34 (8-14) კუთხური: 2-3 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 14-13 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
ჟოზე მოურინიო: ლონდონის "ჩელსიმ" რეაბილიტაცია სრულებით შეძლო

მომდევნო ტური:

22 ოქტომბერი
სტიაუა-ბაზელი
შალკე-ჩელსი

F ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 4-1 6
2. ნაპოლი 2 1 0 1 2-3 3
4.დორტმუნდი 2 1 0 1 4-2 3
3.მარსელი 2 0 0 2 1-5 0

"დორტმუნდი" ძალიან კარგ ფორმაშია და მან ეს "მარსელთან" დაამტკიცა. გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა პროვანსელებს შტურმი სტარტზევე მოუწყო და პირველმა გოლმაც არ დაახანა.

მასპინძელმა მეორე ტაიმში ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

დორტმუნდი-მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (19), 2:0 როისი (52), 3:0 ლევანდოვსკი (80-პენ)
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი - ს. ბენდერი, შაჰინი - როისი (82. ჰოფმანი), მხითარიანი (88. პაპასტატოპულოსი), ობამეიანგი (71. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდესი, მენდი - რომაო, ვანგა - პაიეტი (73. ლემინა), ვალბუენა (81. ჯ. აიუ), ა. აიუ - ხალიფა (81. ტაუვინი)
გაფრთხილება: სუბოტიჩი, ს. ბენდერი - რომაო, ფანი, ნკულუ
კარში დარტყმა: 31-11 (13-4) კუთხური: 5-0 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 22-9 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 65 600
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
იურგენ კლოპი: პირველ ტაიმში "მარსელზე" 6 კილომეტრით მეტი ვირბინეთ

* * *

"არსენალმა" "ნაპოლის" ცალი ფეხით მოუგო და შეუძლია, მეტოქეებს უკვე ზემოდან გადახედოს.

"მეთოფეებისთვის" პირველი ადგილის წართმევა კონკურენტებს ძალიან გაუჭირდებათ.

არსენალი-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 იოზილი (8), 2:0 ჟირუ (15)
არსენალი (4-3-2-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი (88. მონრეალი), ფლამინი, არტეტა - იოზილი, როსიცკი (63. უილშირი) - ჟირუ
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ალბიოლი (83. ფერნანდესი), ბრიტოსი, ზუნიგა - ბეჰრამი, ინლერი - კალიეხონი (77. საპატა), ჰამშიკი, ინსინიე - პანდევი (61. მერტენსი)
გაფრთხილება: -
კარში დარტყმა: 16-16 (8-4) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 16-17 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
რაფაელ ბენიტესი: თავიდანვე იგრძნობოდა, რომ "არსენალთან" წავაგებდით

მომდევნო ტური:
22 ოქტომბერი
არსენალი-დორტმუნდი
მარსელი-ნაპოლი

G ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 5-2 6
2. პორტუ 2 1 0 1 2-2 3
3. აუსტრია 2 0 1 1 0-1 1
4. ზენიტი 2 0 1 1 1-3 1

მადრიდის "ატლეტიკო" შეუჩერებელია არა მარტო ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზეც. დიეგო სიმეონეს გუნდი "პორტუს" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდა.

ესპანელებმა ანტრაქტის შემდეგ სრულად იგდეს ხელთ უპირატესობა და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ. ბრავო სიმეონეს, რომლის ხელშიც მადრიდული გუნდი დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს.

პორტუ-ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 მარტინესი (16), 1:1 გოდინი (58), 1:2 თურანი (86).
პორტო (4-3-2-1): ჰელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა (89. გილასი), ალექს სანდრო - ფერნანდო, დეფური, გონსალესი (68. კუინტერო) - ჟოზუე (61. ლისა), ვარელა - მარტინესი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტისი - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფელიპე ლუისი - რაულ გარსია (79. ტორესი), გაბი, ტიაგო, თურანი - დავიდ ვილა (46. როდრიგესი), ლეო ბაპტისტაო (74. კოკე).
გაფრთხილება: მანგალა, ჟოზუე - ხუანფრანი, ტიაგო.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-9(4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
ჯერჯერობით არც "ზენიტი" უქნია ღმერთს და არც "აუსტრია". რუსული და ავსტრიული გუნდების ჯახი მეტად უსახური გამოვიდა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 0:0.

ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ ივარგებს, მაგრამ აქედან ისე ჩანს, რომ "ზენიტი" და "აუსტრია" მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ზენიტი-აუსტრია 0:0
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანიუკოვი (67. კრიშიტო), ჰუბოკანი, ლომბაერტსი, სმოლნიკოვი - ფაიზულინი, ვიტსელი - ჰალკი, შატოვი (50. შიროკოვი), დანი - კერჟაკოვი (65. არშავინი).
აუსტრია (4-2-3-1): ლინდნერი - კოხი, რამსებერი, ორტლეხნერი, სუტნერი - ჰოლანდი, მადერი - როიერი (58. მურგი), შიმკოვიჩი, ლეოვაჩი (81. ოკოტიე) - ჰოსინერი (90. კიენასტი).
გაფრთხილება: ჰუბოკანი, სმოლნიკოვი - რამსობნერი, როვერი, ლეოვაჩი, მურგი.
გაძევება: ვიტსელი (44. ზენიტი).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-15(4-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 19 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომდევნო ტური
22 ოქტომბერო
პორტუ-ზენიტი
აუსტრია-ატლეტიკო

H ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 5-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-5 1
4. სელტიკი 2 0 0 2 0-3 0

ამსტერდამში მილანური დეჟავუ ვიხილეთ - მასიმილიანო ალეგრის გუნდი აგებდა და მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაარჩინა... მშველელი ისევ და ისევ მარიო ბალოტელია, რომელმაც, ტრადიციულად, თერთმეტმეტრიანი მოინადირა და გოლად თვითონვე აქცია.

ერთი ეგაა, რომ გოლი ამსტერდამელებმაც დამატებულ წუთებზე გაიტანეს და შედეგად, მატჩის დასკვნითი ნაწილი ზე-დრამატული გამოვიდა.

დიახ, თამაშის დასრულებამდე არაფერი იყო დარჩენილი, როდესაც დენსვილმა გახსნა ანგარიში, ბალოტელიმ კი გაათანაბრა.

აიაქსი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 დენსვილი (90), 1:1 ბალოტელი (90-პენ.).
აიაქსი (4-3-2-1): სილესენი - ვან რეინი, დენსვილი, მოისანდერი (76. ვან დერ ჰუმი), ბლინდი - დე იონგი, პოულსენი, დუარტე (59. შონე) - დე სა (64. ანდერსენი), ფიშერი - სიგტორსონი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - პოლი (84. ემანუელსონი), დე იონგი, მუნტარი - მონტოლივო - რობინიო (80. მატრი), ბალოტელი.
გაფრთხილება: ვან დერ ჰორნი - კონსტანტი, ბალოტელი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-6(6-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 51 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
მასიმილიანო ალეგრი: "მილანმა" "აიაქსს" ყველაფერში აჯობა

* * *

"ბარსელონამ" უამრავი მომენტი შექმნა "სელტიკის" კართან და საბოლოოდ, ერთ გოლს დასჯერდა.

ეს ერთადერთი და გამარჯვების გოლი სესკ ფაბრეგასის ანგარიშზეა. ამრიგად, "ბარსელონამ" ლეო მესის გარეშეც გაიმარჯვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა ჯგუფს სათავეში.

სელტიკი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ფაბრეგასი (75).
სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი - ლუშტიგი (70. ფორესტი), ვან დიკი, ამბროზი, იზაგუირე - მათეუსი, ბრაუნი, მულგრიუ, სამარასი - კომონსი (86. პუკი) - სტოუკსი (70. კაიალი).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ხავი, ბუსკეტსი, ინიესტა (89. სონგი) - ფაბრეგასი (78. ტელო), პედრო (74. სანჩესი), ნეიმარი.
გაფრთხილება: ლუშტიგი, სამარასი - ბუსკეტსი, ფაბრეგასი, სანჩესი.
გაძევება: ბრაუნი (59. სელტიკი).
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 4-12(2-5); ბურთის ფლობა: 18%-82%.
მაყურებელი: 41 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონამ" ისე ითამაშა, როგორც სჭირდებოდა
ხერარდო მარტინო: პრაქტიკულად იდეალური მატჩი ჩავატარეთ

მომდევნო ტური

22 ოქტომბერი
სელტიკი-აიაქსი
მილანი-ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო, ნამდვილად დეჟა ვიუ იყო. ოღონდ ასეთი პენალტი არასდროს არ უნდა ინიშნებოდეს. რატომ უყვართ მილანი მსაჯებს?
თემო
02:27 02-10-2013
0

სიახლეები პოპულარული