2 ოქტომბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდის მატჩში "ბებერი ქალბატონი" თურქულ გუნდთან მხოლოდ ქულას დასჯერდა (2:2).
"გალა", რომელსაც უკვე რობერტო მანჩინი გაუძღვა, კარგა ხანს წინ იყო დიდიე დროგბას გოლით (36-ე წუთი), მაგრამ შემდეგ არტურო ვიდალმა (78-ე პენ.) და ფაბიო კვალიარელამ თითქოს ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ბულუთმა "ბებერ ქალბატონს" გამარჯვება არ დაანება.
"ამ შედეგის გამო გულ
ძალიან დასანანია, როდესაც ანგარიშში დაწინაურებულს თამაშის 87-ე წუთზე გაგიტანენ.
საერთოდ, ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ინარჩუნებდნენ კონცენტრაციას. რა გაეწყობა, ახლა მძიმე ბრძოლა მოგვიწევს პლეი-ოფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. დასახული მიზნის მისაღწევად კი მაქსიმალური ძალისხმევა დაგვჭირდება.
თუკი "იუვენტუსი" სათანადოდ ითამაშებს, პლეი-ოფში გავა, თუ არა - ეს ნიშნავს, რომ სხვა გუნდები ჩვენზე უკეთესები ყოფილან", - თქვა ტურინელთა თავკაცმა.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა