22 ოქტომბერს, სტუმრად "მარსელთან" ბენიტესის შეგირდებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. "ნაპოლი" ანგარიშში კალეხონმა (42) და საპატამ (67) დააწინაურეს, მასპინძლებმა კი შეხვედრის მიწურულს აიუს მიერ გატანილი გოლით მხოლოდ ანგარიში შეამცირეს.
"კმაყოფილი ვარ, რომ მოვიგეთ. მოთამაშეებს თავი არ დაუზოგავთ და მოედნის ყველა მონაკვეთზე იბრძოლეს.
ჩვენ კარგად ვიცით: როდესაც ერთსულოვნად ვმოქმედებთ, შედეგსაც მაშინ ვაღწევთ.
ჩემმა თანაშემწეებმა კარგად შეისწავლეს მეტოქე და გუნდმაც დასახული ტაქტიკური გეგმა ზედმიწევნით შეასრულა. ვფიქრობ, მატჩის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა.
დღითიდღე უმატებს საპატა. მართალია, იგუაინი სრულებით მზად ჯერ არაა, მაგრამ მისთვის სათამაშო დროის მიცემა მაინც გამართლებული იყო", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. F ჯგუფი: "დორტმუნდმა" "არსენალი" მიწაზე დაუშვა [VIDEO]