ფრანკ რიბერი: არიენ რობენი გვარდიოლაზე ისევ გაბრაზებულია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ახსნა, თუ რატომ იუარა არიენ რობენმა პენალტის დარტყმა პლზენის "ვიქტორიასთან" (5:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში.

"გუნდს სურდა, რომ რობენს დაერტყა პენალტი, მაგრამ არიენი კვლავ ნაწყენია იმაზე, რაც "მაინცთან" შეხვედრაში მოხდა",
- თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ "მაინცთან" მატჩში, როცა ანგარიში 3:1 იყო, მიუნხენელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთი ხელში რობენმა აიღო, მაგრამ გვარდიოლას მოთხოვნით, პენალტის შესრულება მიულერს დაუთმო და ეს საკმაოდ ემოციურად გამოხატა.

ხოსეპ გვარდიოლამ არიენ რობენი 80 ათასი ფანის თვალწინ დაამცირა [VIDEO]

მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული