ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 4 3 0 1 6-3 9
2. ნაპოლი 4 3 0 1 7-6 9
3. დორტმუნდი 4 2 0 2 6-4 6
4. მარსელი 4 0 0 4 4-10 0


დორტმუნდი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 რემსი (63)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, შმელცერი -შაჰინი, ს. ბენდერი (75. ჰოფმანი) - ბლაშჩიკოვსკი (74. ობამეიანგი), მხითარიანი, როისი (86. შიბერი) - ლევანდოვსკი.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი, არეტეტა - კასორლა (75. ნაჩო მონრეალი), იოზილი, როსიცკი (90. ვერმაელენი) - ჟირუ (90. ბენდტნერი).
არბიტრი: ბიორნ კიუპერსი (ჰოლანდია)
გაფრთხილება: არტეტა, ლევანდოვსკი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 11-13
თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 13-4(4-2) ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 65 829
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამ მატჩმა სულ ოდნავ არ გაგვიმართლა მოლოდინი. იურგენ კლოპიც "ჰევი მეტალს" შეგვპირდა, მაგრამ პირველ 15-20 წუთში "ხმაური" არა ფეხბურთელებისგან, არამედ გულშემატკივრებისგან მოდიოდა, რომლებსაც "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩვეულად დიდებული გარემო შეექმნათ.

გერმანელები ნელ-ნელა დაიქოქნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს - ყველაზე რეალური ჰენრიხ მხითარიანმა ვერ გამოიყენა, როცა ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ შეტოვებულმა მეკარეს ვერ აჯობა.

სამაგიეროდ, ლონდონელებმა გამოიყენეს თავიანთი შანსი - მესუთ იოზილის გარჯის შემდეგ ოლივიე ჟირუმ კომფორტულად დაუგდო ბურთი აარონ რემსის და საუცხოო ფორმაში მყოფმა უელსელმა მორიგი გოლი გაიტანა.

ამის მერე თამაში გაიხსნა. კლოპმა თავდასხმა მაქსიმალურად გააძლიერა, "დორტმუნდი" წინ გაიქცა, მაგრამ... ეშმაკურად მოთამაშე "არსენალმა" უპირატესობა შეინარჩუნა, შური იძია და ჯგუფს ლიდერობს.

არსენ ვენგერის ბიჭებს უკვე 15 მატჩია, სტუმრად არ წაუგიათ. 10 ნოემბერს "მეთოფეები" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" კარგ ხასიათზე ესტუმრებიან.

მატჩის შემდეგ:
არსენ ვენგერი: დორტმუნდში გამარჯვებით ბევრი ვერ დაიკვეხნის
იურგენ კლოპი: ლონდონის "არსენალი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, თუ…

* * *
ნაპოლი-მარსელი 3:2
გოლები: 0:1 ა. აიუ (10), 1:1 ინლერი (22), 2:1 იგუაინი (24), 2:2 ტოვენი (64), 3:2 იგუაინი (75)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ჯემაილი (90. ბეჰრამი), ინლერი, პანდევი (66. ჰამშიკი) - კალეხონი, მერტენსი (83. ინსინიე), იგუაინი.
ბენფიკა (4-3-3): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მორელი - რომაო (83. ლემინა), შეირუ, ვალბუენა (56. პაიე) - ტოვენი, ა. აიუ, ჯ. აიუ (67. ჟინიაკი)
არბიტრი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
გაფრთხილება: ფერნანდესი, პაიე, რომაო
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 11-15(7-7) ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 39 148
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ზუსტად ისეთი მატჩი გამოვიდა, როგორიც "სან პაოლოზე" იციან ხოლმე - ნერვიული, დრამატული, ქაოსურად ლამაზი და უხვგოლიანი...

მარსელელები დებიუტში კი დაწინაურდნენ, მაგრამ დიდხანს არ უხაროდათ. "ვეზუვიანიმ" მეტსახელი გაამართლა, უცბად ამოხეთქა და ორ წუთში ორი გოლი გაიტანა.

მერე იყო გამოუყენებელი მომენტები, ნერვების წყვეტა და 64-ე წუთი, როდესაც... ფლორიან ტოვენმა "ნაპოლი" გაამწარა - ჯერ ხომ ანდრე აიუს გაატანინა და შემდეგ თავადაც მოუნდა შეგდება - 2:2.

ამ ჯგუფში ხომ მოგებაც არ არის არაფრის გარანტი და ვერმოგება საერთოდ მცირე შანსს დაუტოვებდა "ნაპოლის", მაგრამ ემოციური სამხრეთელები ცუდი კუთხით არ აჰყვნენ ემოციებს და მტკიცედ გააგრძელეს შეტევები, ცოტა რისკზეც მიდიოდნენ.

ჰოდა, დაუფასდათ - სტუმრებმა თავიანთ ჭკუაში ხელოვნური თამაშგარე შექმნეს, მაგრამ ტრადიციულად რეაქტიული და ძალიან მონდომებული დრის მერტენსი კი გამორჩათ, რომელმაც იქვე მიუგორა გონსალო იგუაინს და "პიპიტამაც" დუბლი გაიფორმა.

ქარიზმატულმა ადგილობრივმა გამომცხადებელმა დანიელე "დეჩიბელ" ბელინიმ იმდენჯერ იყვირა და აყვირებინა გულშემატკივრებს არგენტინელის სახელი და გვარი, რომ სტუმრებს სმენა დაუქვეითდათ; აბა, თავად ნეაპოლში მიჩვეულნი არიან.

მომდევნო ტური
26 ნოემბერი 
არსენალი-მარსელი; დორტმუნდი-ნაპოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული