ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. A ჯგუფი: და მაინც, "ლევერკუზენი" [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენადაც ცუდად მისდის "მანჩესტერ იუნაიტედს" საქმეები ინგლისის პრემიერლიგაში, იმდენად კარგად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. დევიდ მოიესის გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულია - 4 მოგებით, დაუმარცხებლად, 12 გოლით და მხოლოდ 3 გაშვებული ბურთით.

თუმცა ბოლო ტურის მთავარი მოვლენა ლევერკუზენის "ბაიერის" მერვედფინალში გასვლა და "შახტარის" ფიასკოა.

სატურნირო თვალსაზრისით, "მანჩესტერი"-"შახტარის" შეხვედრაში გაცილებით მოტივირებული სტუმართა გუნდი იყო, მაგრამ ყველაფერს ცხრილის გადასახედიდან არ უნდა შევხედოთ. გამარჯვება "იუნაიტედსაც" ჰაერივით სჭირდებოდა, მით უმეტეს, საკუთარ კედლებში - იქ, სადაც გასულ უქმეებზე თავი შეირცხვინა.

ზოგადად, დევიდ მოიესის გუნდს კრიზისი აქვს და
ამ გამარჯვებას თვითონ მწვრთნელისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი ფილ ჯონსის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით დონეცკელთა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა. ეს ამბავი 67-ე წუთზე მოხდა. იქამდეც და მას შემდეგაც სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. მთლიანობაში, მაინც თანაბარი თამაში იყო, რომელშიც კლასმა იძალა.

ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვებით დახურა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და მერვედფინალში რიხით გავიდა. ინგლისური გრანდი წილისყრისას განთესილთა შორის იქნება, პირველ მატჩს კი გასვლაზე ითამაშებს - თუმცა იქ უკვე სხვა ფეხბურთი იქნება; იქ "მანჩესტერს" მოეთხოვება ისე თამაში, როგორც სერ ალექს ფერგიუსონის დროს თამაშობდა.

მან. იუნაიტედი-შახტარი 1:0
გოლი: 1:0 ჯონსი (67).
მან. იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ბუტნერი (88. ვალენსია) - იანგი (63. ვან პერსი), ჯონსი, გიგზი (63. კლევერლი), იანუზაი - კაგავა - რუნი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, ფრედი (80. ფერნანდო) - დუგლას კოშტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი (63. ბერნარდი) - ლუის ადრიანო (88. პერეირა).
გაფრთხილება: ბუტნერი, კრევერლი - სრნა, კუჩერი.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-8 (2-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 75 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ:
დევიდ მოიესი: ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფავოროტი "მანჩესტერ იუნაიტედიცაა"

* * *

მას შემდეგ, რაც ლევერკუზენის "ბაიერმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" საკუთარ მოედანზე 0:5 წააგო, ბევრმა თქვა, რომ გერმანული გუნდი მერვედფინალში გასვლას არ იმსახურებდა.

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უშუალო კონკურენტ დონეცკის "შახტარს" გერმანელებმა საკუთარ კედლებში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ ლოგიკით, მომდევნო ეტაპზე სწორედ "ლევერკუზენი" უნდა გასულიყო და გავიდა კიდეც.

ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში "ბაიერმა" "რეალ სოსიედადი" გასვლაზე დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ომარ თოფრაქმა გაიტანა.

ბევრს არ სჯერა, რომ "ბაიერს" პლეი ოფში დიდი პერსპექტივები აქვს, მაგრამ გერმანელებს რომ იოლად დანებება არ სჩვევიათ, ესეც ფაქტია. "რეალ სოსიედადმა" კი აშკარად გააწბილა გულშემატკივარი - ესპანელთა ასეთ ცუდ ასპარეზობას არავინ ელოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასკურმა გუნდმა ფრანგულ "ლიონს" გადაურბინა.

რეალ სოსიედადი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 თოფრაქი (49).
რეალ სოსიედადი (4-3-3): ზუბიკარაი - კარლოს მარტინესი, ანსოტეგი, მიკელ გონსალესი (90. გაზტანაგა), ხოსე ანხელი - ელუსტონდო (62. ჩაბი პრიეტო), ბერგარა, რუბენ პარდო - გრიზმანი, აგირეჩე (80. სეფეროვიჩი), ველა.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, კანი - ბენდერი, როლფესი, კასტრო - ეგელერი (46. კრუზი), სონი (90. კოჰრი), კისლინგი (86. დერდიოკი).
გაფრთხილება: ანსოტეგი, ბერგარა, გაზტანაგა - კანი, ბენდერი, როლფესი, კასტრო.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 10-19 (4-7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 15 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. A ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მან. იუნაიტედი 6 4 2 0 12-3 14
2. ლევერკუზენი 6 3 1 2 9-10 10
3. შახტარი 6 2 2 2 7-6 8
4. რეალ სოსიედადი 6 0 1 5 1-10 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული