"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ თამაშით, შედეგით და ჩემი ორი გოლით, მაგრამ ჩემი საბოლოო სიტყვა ჯერ არ მითქვამს.
"ბორუსიას" მაისურით ბოლო გოლი ჯერ არ გამიტანია. გავაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას და გოლების გატანაც უნდა გავაგრძელო.
მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, როცა თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ. საპასუხო მატჩშიც უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ.
პირველ ტაიმში "ზენიტს" მომენტები არ ჰქონ
მეორე ტაიმში თამაში უკეთესადაც შეგვეძლო, რადგან ბევრი შეცდომა დავუშვით.
მეოთხე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როცა ანგარიში 3:2 იყო, "ზენიტს" ეგონა, რომ ქულას მაინც აიღებდა", - თქვა ლევანდოვსკიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ზენიტი-ბორუსია 2:4 - დორტმუნდი ზენიტში [VIDEO]