უეფა "ბობოლების" ხათრით ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლაზე ფიქრობს

AutoSharing Option
უეფა სერიოზულად განიხილავს ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას 2018 წლისთვის. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, შესაძლოა, ანგარიში გაუწიოს წამყვანი ჩემპიონატების კლუბებს და ინგლისს, გერმანიას, იტალიასა და ესპანეთს, კოეფიციენტთა ცხრილის მიუხედავად, ტურნირში გარანტირებული ოთხ-ოთხი ადგილი გამოუყოს.

განიხილება ალტერნატიული ვარიანტიც, რომლის თანახმად, გარანტირებულ ადგილებს წამყვან ჩემპიონატებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ, ხოლო დიდი ისტორიის მქონე კლუბები, უეფას რეიტინგის შესაბამისად, შეჯიბრებაში მიწვევით გამოვლენ.

ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების იდეის აქტიური მხარდამჭერი მიუნხენის "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს
თავჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეა, რომლის აზრით, ტურნირი თუნდაც "მილანისა" და "ინტერის" გარეშე, გაუფერულებულია...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს დიდი უსამართლობა იქნება, ჩვენთვის კარი სამუდამოდ დაიკეტება.
giorgi
12:28 10-08-2016
0
ღადაობენ ესენი? შარშანდელი მანჩესტერის და ბოლო რამოდენიმე წლის მილანისა და ინტერის ყურებას ისევ ბელორუსიის ბატესა და ლუდოგერეცის ყურება მირჩევნია. თან ეგეც რომ არა დღევანდელი მილანი და ინტერი ბევრად ძლიერები არ არიან საშუალო ევროპული ქვეყნების ჩემპიონებზე და იმიტომაც ვერ გადიან ლიგაზე. მოგონებენ ხოლმე ათათას სისულელეებს. ბერლუსკონის ფულის დახარვა არ უნდოდა და მიწასთან გაასწორა მილანი რა ბატეს, ლუდოგორეცის, როსენბორგის და მათი დარი გუნდების ბრალია?
დადუ
09:30 10-08-2016
0

სიახლეები პოპულარული