დიეგო სიმეონე: პენალტებს მომავალშიც ანტუან გრიზმანი დაარტყამს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ გუნდის ფრანგ ფორვარდ ანტუან გრიზმანზე კომენტარი გააკეთა.

28 სექტემბერს, მადრიდში გამართულ შეხვედრაში "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, გრიზმანმა კი მორიგი პენალტი ვერ გამოიყენა.

"პენალტებს მომავალშიც გრიზმანი დაარტყამს. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო და ამის გარდა, რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა. გრიზმანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ", - განაცხადა არგენტინელმა.

- დიეგო სიმეონე: ძალიან გამიმართლა, რომ "ატლეტიკოში" ვმუშაობ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული