28 სექტემბერს, მადრიდში გამართულ შეხვედრაში "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, გრიზმანმა კი მორიგი პენალტი ვერ გამოიყენა.
"პენალტებს მომავალშიც გრიზმანი დაარტყამს. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო და ამის გარდა, რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა. გრიზმანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ", - განაცხადა არგენტინელმა.
- დიეგო სიმეონე: ძალიან გამიმართლა, რომ "ატლეტიკოში" ვმუშაობ