შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გუნდებს შორის "რაპიდის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, ხოლო ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 20:00 საათზე დაიწყება.
ამ მატჩის მიმართ გულშემატკივართა გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, ნაცვლად 28 რიცხვისა, ბილეთები გაიყიდოს უკვე 27 აგვისტოდან.
ელექტრონული ბილეთების შეძენა მსურველებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 13:00 საათიდან შეუძლიათ, რომლის ფასი 3 და 5 ლარია.
გორის "დილას" გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს.
წყარო: fcdila.ge