ტურნირზე 16 გუნდი დარჩა, რომელთაგან ერთი მაისში ტურინის "იუვენტუს არენაზე" ტრიუმფს მოიწყობს...
უჰრინის სიურპრიზი
თბილისის "დინამოდან" პლზენის "ვიქტორიაში" წასულმა სპეციალისტმა დუშან უჰრინ-უმცროსმა ევროპას პირველად შეახსენა თავი - მიუხედავად იმისა, რომ "პლზენისა" და "შახტარის" წყვილში ფავორიტი უკრაინული გუნდი იყო, ჩეხებმა სტუმრად 2:1 იმარჯვეს და მერვედფინალის საგზური გაინაღდეს.
ძალიან საინტერესო დუელი გველის მერვედფინალში "ნაპოლისა" და "პორტუს" შორის. ნეაპოლელებმა პრემიერლიგის კლუბი, უელსური "სუონსი" დაამწუხრეს, ხოლო პაულო ფონსეკას გუნდმა ფრანკფურტში ნამდვილი
ევროთასების მერვედფინალში ერთი ქალაქის დერბი! - აი, ეს მივიღეთ მას შემდეგ, რაც "ბეტისმა" რუსეთში იყოჩაღა და "რუბინი" დაჩაგრა, ხოლო "სევილიამ" შინ 2:1 მოუგო "მარიბორს". მაშ ასე, ჩვენ გველის სევილიური დერბი "სევილიასა" და "ბეტისს" შორის.
ბულგარეთის ჩემპიონმა "ლუდოგორეცმა" ტურნირს მიღმა დატოვა რომის "ლაციო", რაც მასპინძელთა მონდომების გარდა, მეკარე მარკეტის უხეში შეცდომების ბრალიცაა. ავსტრიულმა "რედ ბულ ზალცბურგმა" ორი მატჩის ჯამში 6:1 გაანადგურა "აიაქსი".
ბრწყინვალე წყვილებია "იუვენტუსი"-"ფიორენტინა" და "ტოტენჰემი"-"ბენფიკაც".
ქართველებმა რა ქნეს
საბა კვირკველია "ბეტისთან" მატჩში თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო, თუმცა "რუბინს" ვერაფრით შეეშველა - 0:2. ამ სეზონში ქართველ მცველს სულ ორი მატჩი დაუგროვდა ევროპალიგაზე, ორივე "ბეტისის" წინააღმდეგ.
საფრანგეთში მოვლენები ისე განვითარდა, რომ "ჩერნომორეცის" ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს თამაშში ჩართვის საშუალება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მიეცა. 90-ე წუთზე, როცა უკრაინული გუნდი ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა, მასპინძელთა საჯარიმოში შეჭრილი თორნიკე თითქოს წესებით დარღვევით წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და შედეგად, ბრძოლას "ლიონი" აგრძელებს.
ერთბაშად სამი ლეგიონერი დაგვაკლდა "დნიპროს" გავარდნით - ზოზულიას გაგდებამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა "უაით ჰართ ლეინზე" ხუანდე რამოსის გუნდისთვის, მერე კი - ცუდად, 3:1 ლონდონელთა სასარგებლოდ. სამი ვთქვით, მაგრამ ტრადიციულად, მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა ჩვენებურთაგან, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე ევროპალიგის განაცხადში ვერ ხვდებიან.
ევროპალიგას მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი შემორჩა, რომელსაც მერვედფინალში ნაკლებად ველოდით, მაგრამ "ანჟიმ" შეძლო სტუმრად "გენკის" 2:0 დამარცხება, ხოლო გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე.
გრიგალავას გუნდის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიური "ალკმაარია". შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხანია, აღარ დაგვრჩა წარმომადგენელი. ასე რომ, გრიგალავა უკანასკნელი მოჰიკანია...
ევროპალიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
რუბინი (რუს)-ბეტისი (ესპ) 0:2 (1:1)
გოლები: 0:1 ნონო (45), 0:2 რ. კასტრო (64)
საბა კვირკველიამ (რუბინი) 90 წუთი ითამაშა
ნაპოლი (იტა)-სუონსი (უელ) 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ინსინიე (17), 1:1 დე გუზმანი (30), 2:1 იგუაინი (78), 3:1 ინლერი (90)
სევილია (ესპ)-მარიბორი (სლო) 2:1 (2:2)
გოლები: 1:0 რეიესი (42), 2:0 გამეირო (59), 2:1 ვრშიჩი (90)
შახტარი (უკრ)-პლზენი (ჩეხ) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 კოლარი (29), 0:2 პეტრჟელა (33), 1:2 ლუის ადრიანო (88)
ლუდოგორეცი (ბულ)-ლაციო (იტა) 3:3 (1:0)
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (1), 0:2 პერეა (54), 1:2 ბეზიაკი (67), 2:2 ზლატინსკი (78), 2:3 კლოზე (82), 3:3 ქუიქსადა (88)
ზალცბურგი (ავს)-აიაქსი (ჰოლ) 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 ვან დერ ჰოორნი (56 ს.კ.), 2:0 მანე (66), 3:0 სორიანო (77), 3:1 კლაასენი (82)
ბაზელი (შვე)-მაქაბი (ისრ) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 შტოკერი (18), 2:0 შტრელერი (60), 3:0 შტრელერი (71)
აინტრახტი (გერ)-პორტუ (პორ) 3:3 (2:2)
გოლები: 1:0 აიგნერი (37), 2:0 ა. მაიერი (52), 2:1 მანგალა (58), 2:2 მანგალა (71), 3:2 ა. მაიერი (76), 3:3 ღილასი (86)
გენკი (ბელ)-ანჟი (რუს) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ჩიმანგა (64. ს.კ.), 0:2 ალიევი (71)
გაძევება: ტაგირბეკოვი (82. ანჟი)
გია გრიგალავამ (ანჟი) 90 წუთი ითამაშა
ტოტენჰემი (ინგ)-დნიპრო (უკრ) 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 ზოზულია (47),1:1 ერიქსენი (56), 2:1 ადებაიორი (65), 3:1 ადებაიორი (69)
გაძევება: ზოზულია (63. დნიპრო)
ჯაბა კანკავა (დნიპრო) 71-ე წუთზე შეცვალეს
ტრაბზონი (თურ)-იუვენტუსი (იტა) 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 ვიდალი (18), 0:2 ოსვალდო (34)
ლიონი (საფ)-ჩერნომორეცი (უკრ) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლაკაზეტი (80)
გაძევება: ზუბეიკო (76. ჩერნომორეცი)
თორნიკე ოქრიაშვილი (ჩერნომორეცი) სათადარიგო იყო
ფიორენტინა (იტა)-ესბიერგი (დან) 1:1 (3:1)
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (47), 1:1 ვესტერგაარდი (91)
ვალენსია (ესპ)-დინამო (უკრ) 0:0 (2:0)
ბენფიკა (შოტ)-პაოკ-ი (საბ) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 გაიტანი (70), 2:0 ლიმა (78-პენ), 3:0 მარკოვიჩი (80)
გაძევება: კაცურანისი (69. პაოკ)
ალკმაარი (ჰოლ)-ლიბერეცი (სლვ) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ვიერხევერი (19), 1:1 ბუდნიკი (72)
1/8-ფინალი
ალკმაარი-ანჟი
ლუდოგორეცი- ვალენსია
პორტუ-ნაპოლი
ლიონი-პლზენი
სევილია-ბეტისი
ტოტენჰემი-ბენფიკა
ბაზელი-ზალცბურგი
იუვენტუსი-ფიორენტინა
მატჩები გაიმართება 13 და 20 მარტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"