ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

როგორც უკვე ვწერდით, ამ ეტაპზე გაღწეულთაგან ევროასპარეზზე ყველაზე გამოუცდელისა ("ვოლფსბურგი") და ყველაზე გამოცდილის ("ინტერი") დუელი კარგი უნდა გამოსულიყო. არც შევცდით, თუმცა რობერტო მანჩინის გუნდმა ცოტა იმედი გაგვიცრუა. არადა, მე-5 წუთზე "ინტერი" იკარდის პასით პალასიომ დააწინაურა.

"ვოლფსბურგმა" 28-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გაათანაბრა, ეს თავით თამაშის დიდოსტატმა ნალდომ შეძლო. მეორე ტაიმში კი ბელგიელი კევინ დე ბრუინის ბენეფისი შედგა, მან ორი გაიტანა და ერთის გატანა კიდევ შეეძლო - 3:1. რა თქმა უნდა, მილანური გრანდი უშანსოდ არ დარჩენილა, მაგრ
ამ ამ წყვილში ფავორიტი აღარ ეთქმის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას გარეშე "დნიპრომ" კიევში ზოზულიას გოლით "აიაქსი" დაამარცხა. საპასუხო მატჩში, ამსტერდამში უკრაინულ კლუბს უკვე ქართველი ნახევარმცველიც ეყოლება. მოკლედ, შანსი იმისა, რომ თბილისში (ევროპის სუპერთასზე) ერთი ქართველი ფეხბურთელი მაინც ვიხილოთ, ისევ რჩება.

რუსულმა "ზენიტმა" შინ "ტორინო" დაამარცხა, ორიდან ერთი გოლი კი იტალიელის ანგარიშზეა (კრიშიტო). აღსანიშნავია, რომ ტაიმნახევარი "ტორინო" 10 კაცით თამაშობდა.

ბელგიურმა "ბრიუგემ" თურქულ "ბეშიქთაშს" 2:1 მოუგო და ყველაფერი სტამბოლურ შეხვედრაში უნდა გაირკვეს.

ნეაპოლში კევინ კურანიმ მოსკოვის "დინამო" მალევე დააწინაურა, მაგრამ რუსთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გონსალო იგუაინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა - 3:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიევის "დინამომ" ლივერპულში იბრძოლა, თუმცა "ევერტონს" პენალტით ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ მოაგებინა - 2:1. ეს ლუკაკუს მე-7 გოლი იყო ევროპალიგაზე და ის მხოლოდ ერთით ჩამორჩება "ზალცბურგის" ალანს.

იტალიურ დერბიში "ფიორენტინამ" და "რომამ" 1:1 ითამაშეს, თუმცა "რომას" მეტიც შეეძლო, მაგრამ ადემ ლიაიჩმა პენალტი ვერ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანურ დერბიში ევროპალიგის გამარჯვებულმა "სევილიამ" წამებში გაიტანა "ვილიარეალის" კარში, საბოლოოდ კი ანდალუსიელებმა 3:1 იმარჯვეს და ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან.

"სევილიას" ნახევარმცველ ვიტოლოს გოლი კი ევროპალიგის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სწრაფი გოლი - სასტარტო სასტვენიდან სულ 13,21 წამი იყო გასული. ადრინდელი რეკორდი 2009 წელში დამყარდა და ის ისმაელ ბლანკოს ეკუთვნოდა - 15,19 წამი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/8-ფინალი
12 მარტი
ზენიტი-ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ვიტსელი (38), 2:0 კრიშიტო (53)
გაძევება: ბენასი (27. ტორინო)

დნიპრო-აიაქსი 1:0
გოლი: 1:0 ზოზულია (30)

ვოლფსბურგი-ინტერი 3:1
გოლები: 0:1 პალასიო (5), 1:1 ნალდო (28), 2:1 დე ბრუინი (63), 3:1 დე ბრუინი (75)

ბრიუგე-ბეშიქთაში 2:1
გოლები: 0:1 ტიორე (46), 1:1 დე სუტერი (62), 2:1 რაფაელოვი (79-პენ)

ნაპოლი-დინამო მ. 3:1
გოლები: 0:1 კურანი (2), 1:1 იგუაინი (25), 2:1 იგუაინი (31-პენ), 3:1 იგუაინი (55)
გაძევება: ზობნინი (46. დინამო)

ევერტონი-დინამო კ. 2:1
გოლები: 0:1 გუსევი (14), 1:1 ნეისმითი (39), 2:1 ლუკაკუ (82-პენ)

ფიორენტინა-რომა 1:1
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (17), 1:1 კეიტა (77)
შენიშვნა: ლიაიჩმა (რომა) ვერ გაიტანა პენალტი (60)

ვილიარეალი-სევილია 1:3
გოლები: 0:1 ვიტოლო (1), 0:2 მბია (26), 1:2 ვიეტო (48), 1:3 გამეირო (50)

საპასუხო მატჩები 19 მარტს გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული