* "ლივერპული" და "სევილია" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
* "სევილიას" ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოპოვებული, "ლივერპულს" - სამჯერ.
* "სევილიას" შეუძლია ფინალში მოგებით, ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვოს.
ის, რომ საკლუბო სეზონის აპოგეის, ორი ფინალის ერთადერთი წარმომადგენელი მაინც არის არაესპანური კლუბი, იურგენ კლოპის დიდი დამსახურებაა. გერმანელმა სპეციალისტმა ნახევარ სეზონში ის მაინც მოახერხა, რომ რანგით მეორე ევროტურნირში "ლივერპული" ფინალში გაიყვანა.
ფინალი კი ბაზელშია - 18 მაისს კლოპის ბიჭებთან, რომლებიც მარტო არასოდეს რჩებიან - საქმის გარჩევა ევროპალიგის
"ენფილდზე" "ლივერპულს" 0:1 უნდა ამოექაჩა, მაგრამ მეტიც შეძლო. პირველ ტაიმში სტუმართა ავტოგოლს, მეორეში კიდევ ორი დაემატა დანიელ სტარიჯმა ვიქტორ რუისის გაძევებამდე გაიტანა, ხოლო ადამ ლალანამ, მას მერე - 3:0. "ლივერპული" ფინალში დამსახურებულად გავიდა.
დაძაბულობა და ბრძოლა მეორე წყვილშიც იყო - "შახტარი" არც "სანჩეს პისხუანზე" დანებდა "სევილიას". მართალია, კევინ გამეირომ ანგარიში გახსნა, მაგრამ ედუარდომ გაათანაბრა. მეორე ტაიმში "სევილიამ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა გამეირომ დუბლი შეასრულა, ხოლო ყოველგვარი კითხვის ნიშანი მარიანოს გოლმა მოსპო.
სევილია-შახტარი 3:1 (2:2)
გოლები: 1:0 გამეირო (9), 1:1 ედუარდო (44), 2:1 გამეირო (47), 3:1 მარიანო (59)
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი, კარიშო, ტრემულინა (73. ესკუდერო) - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - კოკე, ბანეგა (89. კრისტოფორო), ვიტოლო - გამეირო (82. იბორა)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (84. ველინგტონი), კოვალენკო, ტაისონი (76. ბერნარდი) - ედუარდო (84. დენტინიო)
ლივერპული-ვილიარეალი 3:0 (0:1)
გოლები: 1:0 ბრუნო (7 ს. კ.), 2:0 სტარიჯი (63), 3:0 ლალანა (81)
ლივერპული (4-1-2-3): მინოლე - კლაინი, კ. ტურე, ლოვრენი, მორენო - ჯანი - ლალანა, მილნერი - კოუტინიო (82. ალენი), სტარიჯი (92. ლ. ლეივა), ფირმინო (89. ბენტეკე)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (73. ბონერა), პინა (60. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო (68. ა. ლოპესი), ბაკამბუ
გაძევება: რუისი (71)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"