გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
8 და 12 ივნისს საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ბულგარეთს ეწვევა, მერე კი - მონტენეგროს.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გამოაცხადა გაფართოებული სია, საიდანაც აარჩევს სასურველ 23 მოთამაშეს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ ლუკა ზარანდია, გრიგოლ ჩაბრაძე, რომან ჭანტურია, ოთო გოშაძე და ცოტნე ნადარაია. ხოლო ჯიმი ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ.

21-წლამდელები შეკრებას 3 ივნისს დაიწყებენ, ბულგარეთში კი 6 ივნისს გაემგზავრებიან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი),
გოგი კულუა (მერანი);
მცველები: გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), თორნიკე კირკიტაძე (სიონი), აკაკი შულაია (მერანი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (მერანი), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (ცხინვალი);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (გაგრა), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (შუქურა), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი), ცოტნე მესხი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ლუკა იმნაძე (საბურთალო), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
შანსი - 0
გოგა
30 მაისი 2017 17:33
0
არ მგონია რომ ამ ფეხბურთელებმა ტრიუმფით დაასრულონ სპარინგები.
გივი
30 მაისი 2017 16:53
0

სიახლეები პოპულარული