ლუკა ლოჩოშვილი: ბიჭები მონდომებულები და ერთსულოვნები ვართ

AutoSharing Option
2 ივლისს, საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ჩვენი ჭაბუკები პირველი მატჩისთვის ემზადებიან. კონტინენტის პირველობის სასტარტო მატჩს საქართველოს ნაკრები გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", პორტუგალიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს...

მომავალ თამაშებთან და მზადებასთან დაკავშირებით, "ლელომ" ნაკრებში გამოძახებულ თბილისის "დინამოს" მცველ ლუკა ლოჩოშვილს კომენტარი სთხოვა:

"საბურთალოსთან" მატჩისას კუნთი დამეჭიმა და იმდენად მეტკინა, ვიფიქრე, კარგა ხანს დავისვენებდი. საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქი დაჭიმულობა აღმოჩნდა და კრიტიკული დაზიანება, მაგალითად, კუნთის გაწყვეტა ან გაგლეჯა თავიდან ავიცილე.

რეაბილიტაციის პროცესში ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი მეხმარება, უახლოეს დღეებში ვარჯიშს გუნდთან ერთად განვაახლებ და იმედი
მაქვს, პორტუგალიასთან ვითამაშებ კიდეც.

გუნდის მომზადებას რაც შეეხება, ეს პროცესი ჯანსაღ ატმოსფეროში მიმდინარეობს, ბიჭები მონდომებულები და ერთსულოვნები ვართ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ამათი ჯერია...ნერვებზე თამაშის
zura
15:48 30-06-2017
0
წარმატებები ბიჭებო. ძალიან გვეიმედებით.
გულშემატკივარი
15:46 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული