U19. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი კოხრეიძის ტრავმები საშიში არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო - გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" პორტუგალიასთან 0:1 წააგო.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული, აქტიური და სასარგებლო იყო ლუკა ლაკვეხელიანი - "საბურთალოს" მარცხენა მცველი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნა.

"ვიბრძოლეთ და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ვფიქრობ, თამაშით ვაჯობეთ პორტუგალიას. უბრალოდ, ერთი მომენტი ჰქონდათ, არ გაგვიმართლა და წავაგეთ. ფსიქოლოგიურად დიდი ზეწოლაა, როცა გოლს უშვებ, მაგრამ ვეცადეთ, გამოგვესწორებინა მდგომარეობა, მაგრამ არ გამოგვივიდა და დავმარცხდით", - ამბობს ლაკვეხელიანი.

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის თქმით, შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. თავად ფეხბურთელის თქმითაც, სერიოზული არაფერია, მხოლოდ მასაჟები დასჭირდება.

- U19. "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა

რაც შეეხება მეორე ტრავმირებულს, გიორგი კოხრეიძეს, "საბურთალოს" თავდამსხმელს გამოკვლევა გუშინ ჩაუტარეს, სურათი გადაუღეს და საბედნიეროდ, საშიში არაფერი აღმოჩნდა - კოხრეიძეს დაჟეჟილობა აქვს, თუმცა ჯერ გადაჭრით ვერ ამბობენ, ითამაშებს თუ არა სკანდინავიელების წინააღმდეგ.

შეგასენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან, "მიხეილ მესხზე" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფრით არ ჯობია მის თანატოლებს, არც ჩაკვეტაძე არც კოხრეიძე და არც არაბიძე, 19 წლამდელები მსოფლიო ჩემპიონატზეც კი თამაშობენ და ამათზე ბევრად მაგრად.
მთავარია რო არი შანსი და იქნებ უფრო მაღალ დონეზეც აიქაჩნონ და ითამაშონ ჩემპიონთა ლიგებზეც!
თორნიკე გვარამია
13:09 04-07-2017
0
Bat.jurnalistebo,megobrebo nu vagmertebt da vafetihebt axalgazrda damckeb fexburtelebs vgupavt amit mat.amis mravali magaliti gvqonda roca hanasaxhive mouspet kariera damckeb talantebs da mere saertod haikargnen.
0

სიახლეები პოპულარული