- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..
4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. მას ეროვნული გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ბიჭები გაამხნევა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა:
"მსურდა, ბიჭებისთვის სპორტული იღბალი მესურვებინა, რადგან ამის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. პორტუგალიასთან
სხვათა შორის, გუნდი ტაქტიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რეალური საგოლე მომენტები რომ ვერ გამოიყენეს (იცინის)... ამან ეროვნული გუნდი გამახსენა... მაგრამ ბრძოლა კიდევ შეიძლება - ყველაფერი ჩვენს ხელთ არის.
მეორე შეხვედრა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, ფეხბურთელებზე...
მათში ბრძოლის ჟინი აშკარად ჩანდა. შვედებთან შეხვედრაში გუნდს გამარჯვება მინდა ვუსურვო", - თქვა ვაისმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინა:
"მიმაჩნია, რომ ეს თაობა საქართველოს ნათელი მომავალია. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან. მაგალითად, არაბიძე უკვე ეროვნულ ნაკრებში დავაწინაურეთ და თავიც გამოიჩინა".
ცხადია, დავინტერესდით, ვინ იგულისხმა სლოვაკმა სპეციალისტმა "რამდენიმე ისეთ ფეხბურთელში"? "ლელოს" საშუალება მიეცა, ვაისისთვის უშუალოდ დაესვა კითხვა. საინტერესო პასუხი მივიღეთ:
"არაბიძემ პირველ ნაკრებში უკვე ითამაშა. ჩაკვეტაძესაც დავასახელებ, რომელიც წარმოუდგენელი ტალანტია. სხვა საინტერესო მოთამაშეებიც აღმოვაჩინე, რომელთაც არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს...
თუმცა შვედებთან მთავარი იქნება, ინდივიდუალური თვისებები გუნდური ფეხბურთისთვის გამოიყენონ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"