გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
გიორგი წარმატებებს გისურვებ ვიცი რა კაცია ხარ და ღმერთი ხელს მოგიმართავს.მშვენიერი ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეკარი ჩვენი საცოდავი პირობების შემყურე.იმედი მაქვს ქართული სენს ბიძაშვილ,მამიდაშვილობას გუნდში არ დაუშვებ. წარმატებები.
Vep1963
06 ივლისი 2017 05:43
0
Ragbi Ra shuashi iko, Ra shesadaria, rata rata
Shete
06 ივლისი 2017 04:42
0
მართალია არაბიძე ტალანტია მაგრამ დროა უკვე თამაში დაიწყოს თუ არ გამოდის შახტარში იქნებ სხვა გუნდი ვცადოთ
LIVE
06 ივლისი 2017 01:47
0
ფეხბურთელობა ძნელია, მწვრთნელობა კიდე უფრო მეტად
კახა
06 ივლისი 2017 00:47
0
ეს ისე პასუხათ დავტოვოთ იმ ვაი გულშემატკივრებისთვის ვინც ვითომ რაგბს რომ გულშემატკივრობენ და ფეხბურთის აგრძალვას ითხოვენ პირდაპირ ვიტყვი არცერთ მორაგბეს თავი ისე არ დაუდია თამაშზე როგორც კუციას დღეს ყოჩაღ ბიჭებს გისურვებთ ჩეხეთთან გამარჯვებას და ამ ვაი ვუი გულშემატკივრის ბოლომდე დადუმებას
LIVE
06 ივლისი 2017 00:32
0
არაბიძე ტალანტია და დღეს მეორე ტაიმში გამოჩნდა მისი რესურსი რა შეუძლია..
პაატა
05 ივლისი 2017 23:57
0
შეეშვით ამ არაბიძეს, მაგის დარი ფეხბურთელი ერთი ორი თუა, დაიხვეწება ნელნელა და თავდაჯერებულობაც მოუვა.გიორგი, ყოჩაღ, დღეს სულ სხვა გუნდი იყო, ბევრად დალაგებული ვიდრე პორტუგალიასთან, მხოლოდ ერთია, მალის ფრთა სუსტია და ჩეხები მაგას არ გვაპატიებენ, აუჩილებლადაა რაღაც მოსაფიქრებელი, ფორვარდიც არ გვაწყენდა, სხვა იდეალურთან მიახლოვებულია, მომეწონა, მძიმე თამაში გველის და აბა თქვენ იცით, მე მგონი ამ ნაკრებს შეუძლია გადამწყვეტი თამაშის მოგება. მალის კრაის მიხედეეთ და მოვიგებთ
vaso
05 ივლისი 2017 23:22
0
როგორ გულშემავტკივრობ არაბიძეს, მაგრამ რაღაც არაპროფესიონალურად იქცევა. თიტქოს მოტივაცია არ ყოფნის,არ მოძრაობს სათანადოდ,არ იბრძვის,არადა წესით ის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი.
პეტროსი
05 ივლისი 2017 22:51
0
როგორ გულშემავტკივრობ არაბიძეს, მაგრამ რაღაც არაპროფესიონალურად იქცევა. თიტქოს მოტივაცია არ ყოფნის,არ მოძრაობს სათანადოდ,არ იბრძვის,არადა წესით ის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი.
პეტროსი
05 ივლისი 2017 22:49
0
ამ გუნდს შეუძლია ჩეხების დამარცხება და დაამარცხებს კიდევაც.
guri
05 ივლისი 2017 22:10
0

სიახლეები პოპულარული