09:55 06-07-2017
U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]
AutoSharing Option
ამის შემდეგ თამაში ჩვენების უპირატესობით წარიმართა და 25-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძეს, უსწრაფესი შეტევის შემდეგ, ანგარიშის გაორმაგება შეეძლო, მაგრამ მეკარე მარკო იოჰანსონმა ახლოდან დარტყმული აუღო.
თუმცა დინამოელმა მომდევნო შანსით მაინც ისარგებლა. ეს კი მისი თანაკლუბელის, გიორგი კუციას შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა. მან მოედნის ცენტრში დუშან იაჯიჩს აართვა ბურთი, ბესანდ საბოვიჩს ფეხებშუა გაუტარა და ასე გააყოლა ჩაკვეტაძეს, რომელიც მატიას ანდერსონს დაუსხლტა და ბურთი რიკოშეტით ჩაეშვა შორეულ კუთხეში - 2:0.
თავის გამოჩენა მალე გიორგი არაბიძეს შეეძლო, რომელიც ნიკა მალიმ ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ შვედები მეკარე იოჰანსონმა გადაარჩინა.
ამის შემდეგ შვედები გააქტიურდნენ და ჩვენს კარს ორჯერ დაემუქრნენ - ჯერ იესპერ კარლსონი და შემდეგ - ვიქტორ დიოკერეში, მაგრამ გიორგი ჩოჩიშვილი საიმედოდ იდგა.
42-ე წუთზე ძალიან ეფექტურად ითამაშა ლუკა ლაკვეხელიანმა, რომელმაც შეტევა გიორგი ქოჩორაშვილს გაუგრძელა, მის "გასროლას" კი მეკარე გადაეღობა.
მეორე ტაიმი შვედების შეტევებით დაიწყო და მალე ანგარიშიც შეამცირეს: ანტონ კრალის პასით კარის წინ მარტო დარჩენილმა დიოკერეშმა ზუსტად დაარტყა ახლო დაბალ კუთხეში - 2:1.
ამის შემდეგ დაიწყო თამაშის ყველაზე რთული და დაძაბული ნაწილი. შვედები მთელი ძალებით უტევდნენ, ჩვენებს კი ნელ-ნელა დაღლა დაეტყოთ. მართალია, მეორე ნახევარში შეტევების ორგანიზება შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა მაინც წამოვიწყეთ. კოხრეიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მერე კი ჩაკვეტაძე-შოუ ვიხილეთ - დინამოელმა 50 მეტრი ირბინა, გზად ყველა ჩამოიშორა და კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ... მეკარეს ვეღარ აჯობა.
ამის შემდეგ სამჯერ ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია კარლსონმა და ჩოჩიშვილს კლასის დემონსტრირება მოუხდა. გადავრჩით ისაკ ლიდბერგის დარტყმის შემდეგაც.
საბოლოოდ, ჩვენებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს, მაყურებელი უზომოდ გაახარეს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
საინტერესო დეტალია - ორივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომელთა თამაშიც ტრავმის გამო სათუო იყო. ზოგადად კი, ქართველების თამაში იმის მაგალითად გამოდგება, თუ რა მოაქვს მონდომებას, ჟინსა და ერთსულოვნებას.
A ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთს შორის შაბათს, 8 ივლისს, "მიხეილ მესხზე", 20 საათზე დაიწყება. შვედეთთან მატჩს 8500-მდე მაყურებელი ესწრებოდა და დარწმუნებულები ვართ, ნაკრებს ქომაგი არც გადამწყვეტ მატჩში მოაკლდება.
არის თამაშები, რომელსაც შეუძლია, გადატრიალება მოახდინოს და მაყურებელი სტადიონისკენ შემოაბრუნოს. თუნდაც ეს ბიჭები სავსე ტრიბუნების წინ თამაშსაც ნამდვილად იმსახურებენ!
მატჩის შემდეგ
- გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
05.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 2:1
გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31. კუციას პასით), 2:1 გიოკერესი (47. კრალის პასით)
საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი - მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი - ქოჩორაშვილი (70. საღრიშვილი), კუცია, სამურკასოვი (88. ხუბაშვილი) - ჩაკვეტაძე (86. არველაძე), არაბიძე, კოხრეიძე.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კახიძე, კვანტალიანი, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
შვედეთი (4-4-2): მ. იოჰანსონი - კოლი, ანდერსონი, იშერვუდი, კრალი - სვენსონი (80. აჰმედოძიჩი), კ. იოჰანსონი (46. ლიდბერგი), იაჯიჩი, საბოვიჩი (32. ადრიანი) - კარლსონი, დიოკერეში.
სათადარიგოები: ვ. იოჰანსონი, ვებერგი, ბერგკვისტი, კესი
მწვრთნელი: კლას ერიქსონი
გაფრთხილება: დიოკერეში (23), საბოვიჩი (28), ქოჩორაშვილი (38), ლიდბერგი (54), სამურკასოვი (64), კრალი (65), ლაკვეხელიანი (74), არველაძე (90)
არბიტრი: ს. იოვანოვიჩი (სერბეთი).
05.07. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 2:1
გოლები: 0:1 ჯუ (35), 1:1 გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრო (75)
მომდევნო მატჩები
8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00
B ჯგუფი
6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00
9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00
1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B1 - A2 17:00
თბილისი. "მიხეილ მესხი"
A1 - B2 20:00
ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჯაჯა-ს კომენტარი წავიკითხე და გამეცინა რა თქმა უნდა. მარადონას ხელით რომ არ გაეტანა ინგლისისთვის, მსოფლიო ჩემპიონი ვერასოდეს გახდებოდა. ბაბუას ბებიასთან რომ ის არ ექნა შვილიშვილი საიდან გაჩნდებოდა და ა.შ. რამდენი ნაღდი საგოლე ვერ გაიტანეს იმისთვის თვალი არ მოგიკრავს ალბათ. ვინც უტევს ის იტანს ნაღდსაც და შემთხვევით გოლებსაც. ეს ფეხბურთია და არა სამოყვარულო კრივი სადაც შეიძლებოდა მთელი მატჩის განმავლობაში დარტყმა არ გაგეშვა და არც შეგეტია ისე მოგეგო შეხვედრა.
0
0
ჯაჯა სააღოლ იმენა ფეხბურთის პროფესიონალი ექსპერტი ხარ, ის თუ გითხრეს რომ ფეხბურთი მომენტებია და არა ზუსტი მეცნიერება მათემატიკასავით.:დდდდ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული