
ჯგუფის ფავორიტმა ინგლისმა მესამე მატჩიც მოიგო. ინგლისელებმა ამჯერად გერმანელები დაამარცხეს ანგარიშით 4:1 და 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
მეორე ადგილზე გავიდნენ ჰოლანდიელები, რომლებმაც ბულგარელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს. ამ ფრით მათ ჯამში 4 ქულა დაუგროვდათ. გერმანია და ბულგარეთი ჯგუფში ჩარჩნენ.
ამრიგად, ინგლისი ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, ჰოლანდია კი - პორტუგალიას.