გიორგი ჭანტურია ელიტრაუნდის ჯგუფის ბომბარდირია

AutoSharing Option
სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს - მართალია, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა ელიტრაუნდის ბოლო მატჩში ავსტრიის ძლიერი გუნდი დაამარცხეს (2:1), თუმცა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ხორვატებმა ბოსნიას 2:0 სძლიეს, 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და შემოდგომაზე ესტონეთში გასამართ ფინალურ ეტაპზეც გაემგზავრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 19-წლამდელები სამშობლოში 1 ივნისს, გამთენიისას დაბრუნდებიან. ჯერ მინსკში, ხოლო შემდეგ ესტონეთში გაემგზავრებიან ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა და გიორგი ჯგერენაია, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ
19-წლამდელთა ნაკრების 2 ფეხბურთელი, დავით სხირტლაძე და ვაკო ყაზაიშვილი თავად გაათავისუფლა და თბილისში გამგზავრების ნება დართო. ჩივაძის თქმით, ამ ფეხბურთელებს მომქანცველი სეზონი ჰქონდათ და ახლა დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროებათ.

ამგვარად, ცნობილი გახდა იმ 18 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა").
მცველები: გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი")
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო" თბილისი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია (უგუნდო), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი).
თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი).

მოულოდნელი იყო სიაში გიორგი ჭანტურიას არყოფნა: აღსანიშნავია, რომ ავსტრიელ ტონი ვასტიჩთან და ხორვატ მარკო დუგანჯიჩთან ერთად, ჭანტურია 3 გოლით ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფის ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, მისი საკითხი ახლა წყება. საქმე ისაა, რომ მჭედლიძის ამჟამინდელ გუნდს "ემპოლის" 3 და 8 ივნისს "ვიჩენცასთან" იტალიის სერია "ბ"-ში დასარჩენად პლეი ოფის ფინალური მატჩები ელის, გუნდი კი ქართველ თავდამსხმელს არ უშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საქართველო-ავსტრია 2:1 - ევროფინალს გამარჯვებით დავემშვიდობეთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა


საქართველო-ბოსნია 4:2 - "პატარა ჯვაროსნებმა" ბოსნიელები დაიბრიყვეს
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენც და მსოფლიო სპორიტს ჟურნალისტებიც ორთავე სირები ხართ, რა ვერ გამოიკვლიეთ დაგერეკათ ჩივაძეზე და ახსნა მოგეთხოვათ, თუ თქვენ საშა ჩივაძე რადგან 81 წელს თასების თასი მოიგო ხელ-შეუხებელი გონიათ? თუ გერიდებათ ბატონო და ფედსერაციაში გეკითხათ რატომ არ თამაშოპბს ჭანტურია, მაგრამ ვინ მოგცათ მაგისი ტრაკი, ტფუიიიიი თქვენს ჟურნაილსტობას! მერე მოდიხართ და მწვრთნელთა არაკვალიფიციურობაზე საუბრობთ!
WARNING!
23:19 01-06-2012
0
ყაზაიშვილს რა მომქანცველი სეზონი ქონდა ერთი?! :))
zangura
12:36 01-06-2012
0

სიახლეები პოპულარული