საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბ თანატოლებთან დამარცხდა

AutoSharing Option
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა.

გია ცეცაძის შეგირდები სერბ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

სერბმა 19-წლამდელებმა გატანა მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. ქართველთა კარის დარაჯმა გაბრიელ თებიძემ პირისპირ გასული მელეგის დარტყმულს ხელი კი შეაგება, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა.

მატჩის ბოლო წუთები ქართველი 19-წლამდელების იერიშებში წარიმართა. ერთ ეპიზოდში ბაჩანა არაბულის დარტყმამ სერბთა კარის ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებს ამ შეხვედრაში გატანა, როგორც ჩანს, არ ეწერათ.

სერბებმა ამ გამარჯვებით 6 ქულას მოუყარეს თავი
და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს.

რაც შეეხება ქართველ 19-წლამდელებს, მათ ჯგუფის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თურქებთან 26 ივლისს გამართავენ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. თან ისე, რომ სხვა შეხვედრებში მათთვის სასურველი შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

23 ივლისს B ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით გაიმართება. ამ მატჩში ჩვენთვის მისაღები თურქთა გამარჯვება ან ფრე იქნება, ბოლო ტურში კი - სერბთა მოგება ფრანგებთან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბასა, ერთი გვითხარი რა პირობებია ამისთანა აუტანელი? მთელი ფედერაცია და გულშემატკივარი გადამკვდარია მაგათზე. საქართველოში ახალგაზრდულ ნაკრებებს ყურადღებას რომ აქცევენ, ეგრე დასავლეთ ევროპაშიც არაა. ეს ჩვენ ვართ გაგიჟებულები, რომ ამ ასაკში მაინც ვაჩვენოთ შედეგი, თორემ სხვა ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ფეხბურთელის განვითარების ფაზად განიხილავენ. ნამდვილად დიდი მიღწევაა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში გასვლა და არ უნდა ახლა ფინალურ ეტაპზე წარუმატებლობის გადაბრალება პირობებზე და რაღაცეებზე ("დეშოვი" თემაა). ბასასგან განსხვავებით გაიოზის და ნიკას პოსტებში აშკარად არის რაციონალური მარცვალი და მათი კრიტიკა სფფმ ალბატ უნდა გაითვალისწინოს.
basas
10:40 24-07-2013
0
Yოჩაღ ბიჭებს, მაინც გაბიხარეთ ,იმედი გაჩნდა
kaxeli
10:25 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული