"ჩემი აზრით, გუნდმა წარმატებას ერთსულოვნების ხარჯზე მიაღწია. მოედანზე სათამაშო დისციპლინას ვიცავდით, მწვრთნელი კი დავალებებს მარტივად და გასაგებად გვიხსნიდა.
მიხარია, რომ უელსსა და მოლდოვასთან ამოცანა გადავჭერით - ჩვენგან გულშემატკივარი ამას ითხოვდა. ეს ელიტრაუნდში გასასვლელად საკმარისი კი იყო, მაგრამ ჰოლანდიასთან მატჩი პრინციპულია და ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ", - თქვა ცინცაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]