თბილისში შესაძლოა 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ქართული მხარე 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილსა და ინტერესს გამოთქვამს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობისა. დავაგროვეთ საკმაო გამოცდილება და გვჯერა, ამ მაღალი დონის შეჯიბრებას თავს ღირსეულად გავართმევთ. ამასთან, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ფედერაციისა და მთლიანად ქვეყნისთვის" - ნათქვამია სფფ-ის წერილში.

საპასუხო ოფიციალური წერილი უეფადან 31 იანვარს მოვიდა, სადაც ნათქვამია:

"უპირველესად,
მადლობას გიხდით, რომ გამოთქვით სურვილი და ინტერესი 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისა. გაცნობებთ, რომ მარტიდან უეფას ყველა წევრ ფედერაციას დაეგზავნება სპეციალური წერილი და ცირკულარი და შეძლებთ ოფიციალურად დააფიქსიროთ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი.

ამასთან, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სავალდებულო პროცედურებისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ და ის, თუ რა ვადებში რა მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რომელიც ყველა მსურველმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს."


ასე რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარტში ამის შესახებ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად განაცხადებს და იმედი გვაქვს, უეფა კვლავ გამოგვიცხადებს ნდობას და საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგი ამბავია, მაგრამ სფფ-მ მეტი ეროვნულ ჩემპიონატს მიხედეოს, თორე 2017 წელს მოყვარულების ჩემპიონატს დაახვედრებს უეფას:)
puma
22:08 31-01-2014
0

სიახლეები პოპულარული