ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იცხოვრებს. 3 და 4 მარტს კი "მიხეილ მესხის" სტადიონის ახალ, სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს.
5 მარტის მატჩისთვის ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი), კახაბერ მეშველიანი ("ზესტაფონი")
მცველები: არჩილ ტვილდიანი ("მეტალურგი", რუსთავი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა კვეკვესკირი, ლუკა თათხაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი), დავით
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე ("ზესტაფონი"), გიორგი პაპავა, საბა ლობჟანიძე (ორივე - "დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა", საჩხერე), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), გურამ სამუშია ("ზუგდიდი")
თავდამსხმელები: ნიკა ტარყაშვილი ("ანტვერპენი", ბელგია), გიორგი ფანცულაია ("ზესტაფონი"), ბაჩანა არაბული ("ალკორკონი", ესპანეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი).
ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტები არიან ლუკა თათხაშვილი, ნიკა სანდოხაძე, ავთო ენდელაძე, საბა ლობჟანიძე, გურამ სამუშია, ნიკა ტარყაშვილი, ბაჩო არაბული და ბუდუ ზივზივაძე.
როგორც ხედავთ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი არაერთ ახალ ფეხბურთელს აძლევს 21-წლამდელებში თავის გამოჩენის საშუალებას. ყველა ეს ფეხბურთელი საკმაოდ გამოცდილია სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების დონეზე.
რაც შეეხება ლუქსემბურგის 21-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი სტუმრები თბილისში 4 მარტს, გამთენიისას ჩამოვლენ და სასტუმრო "რადისონში" დაბინავდებიან. ამავე დღეს, 10:30 საათზე, ლუქსემბურგელები "მიხეილ მესხის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ.
მატჩი კი, როგორც იცით, 5 მარტს, 14:00 საათზე, გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება უფასოა. შეხვედრას ყაზახ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
სფფ-ის პრესსამსახური