პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პირველი არხის" კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ეთამაშებოდნენ, პირველი გოლის ეპიზოდში სტუმარი და მასპინძელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია.

მოგვიანებით ცნობილაძემ ამ შეცდომის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

აღნიშნული მომენტი ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში და სხვადასხვა ფორუმზე განხილვის თემად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი, რომელიც 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში უკვე მეორე შეხვედრა წააგო და ამით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი
დაკარგა. პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]

არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია
მკითხველის კომენტარები / 24 /
აუუუუუ ამან ობოლაძესაც გადაუჯოკრა
soccerfan
16:15 01-06-2015
0
ძალიან უხეში შეცდომაა.ფეხბურთელებს ვერ ცნობდა, თან ფორმებიც აერია.მოთელვას არ უყურა ნეტა.
ჯ.ჩ.
17:09 01-06-2015
0

სიახლეები პოპულარული