ირაკლი ბიძინაშვილი: უელსთან წაგებისთვის გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უელსთან მარცხით (0:3) დაიწყო.

Sportall.ge 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ირაკლი ბიძინაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ეს მარცხი ნელ ტემპში თამაშს შეგვიძლია დავაბრალოთ. ყველა ხაზში შეცდომები გვქონდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.

თუმცა ამით არაფერი დასრულებულა.

გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით ამ მარცხისთვის და დარჩენილ ორ შეხვედრაში სანახაობრივ და სწრაფ ფეხბურთს ვპირდებით", - განაცხადა ირაკლიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას ხვალ, 14 ნოემბერს, 14 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს, 17-ში კი - ავსტრიასთან.

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვასილ მაისურაძესაც დარეკვით და ნაცნობობით ყავს ნაკრები შერჩეული იმიტომ არის ქართული ფეხბურთის საქმე კარგად არ ცხვენიათ ამდენი წაგების?ნიჭიერ ბავშვებს პატრონი არ ყავთ ესენი პატრონიანებს იძახებენ მარტო
dato
18:37 13-11-2015
0

სიახლეები პოპულარული