Sportall.ge 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ირაკლი ბიძინაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.
"ეს მარცხი ნელ ტემპში თამაშს შეგვიძლია დავაბრალოთ. ყველა ხაზში შეცდომები გვქონდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.
თუმცა ამით არაფერი დასრულებულა.
გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით ამ მარცხისთვის და დარჩენილ ორ შეხვედრაში სანახაობრივ და სწრაფ ფეხბურთს ვპირდებით", - განაცხადა ირაკლიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას ხვალ, 14 ნოემბერს, 14 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს, 17-ში კი - ავსტრიასთან.
U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]