U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 [ტექსტური ტრანსლაცია]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრას ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან მართავს. მიმდინარეობს მეორე ტაიმი. ანგარიშია 1:1.

გიორგი ყიფიანმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო: ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, რატი არდაზიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ანრი ჭიჭინაძე, შერმადინ ართმელაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი (კაპ), ბექა მიქელთაძე, ირაკლი ბიძინაშვილი, ირაკლი კომახიძე, დავით სამურკასოვი.

- ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" თამაში დაიწყო.

- მე-8 წუთზე ანგარიში ქართველმა 19-წლამდელებმა გახსნეს. გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.

- მე-14 წუთზე
კარლეს ალენიას დარტყმის შემდეგ საქართველო გაშვებული გოლისგან ოთო გოშაძემ იხსნა.

- 21-ე წუთზე ბიძინაშვილი ესპანელთა კარში მეორე გოლის გატანას ცდილობს, თუმცა მის დარტყმულს გადაეღობნენ.

- 26-ე წუთზე მსაჯმა შერმადინ ართმელიძე გააფრთხილა.

- 32-ე წუთზე მასპინძლებმა თამაშის წესი დაარღვიეს - ყვითელი ბარათი კარლეს ალენიამ მიიღო.

- 33-ე წუთზე ბექა მიქელთაძის დარტყმული მასპინძელთა კარს სცდება.

- მე-40 წუთზე ხუან სარინომ ესპანელები მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

- 42-ე წუთზე ბორხა მაიორალმა ანგარიში გაათანაბრა.

- 45-ე წუთზე მსაჯმა ანრი ჭიჭინაძე გააფრთხილა.

- 45-ე წუთზე ოთო გოშაძემ ქართველები მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

- ტაიმი დასრულდა - 1:1.

- დაიწყო მეორე ტაიმი.

- 48-ე წუთზე ესპანელები საგოლე მომენტს ჰქმნიან.

- 61-ე წუთზე ხუან სორიანომ ესპანელთა კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

- 61-ე წუთზე მსაჯმა ვლადიმერ მამუჩაშვილი გააფრთხილა.

- 65-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად მოედანზე სანდრო ალთუნაშვილი შევიდა.

- 76-ე წუთზე დავით სამურკასოვის ნაცვლად მოედანზე გიორგი ბერიძე შევიდა.

- მე-80 წუთზე ოთო გოშაძემ კიდევ ერთხელ იხსნა ქართველები გაშვებული გოლისგან.

- 81-ე წუთზე შერმადინ ართმელაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი კიკნაძე შევიდა.

- 85-ე წუთზე ესპანელებმა საგოლე მომენტი შექმნეს.

- მატჩი დასრულდა - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 12 /
შეგძლებიათ, გილოცავთ!
გუჯა კახაძე
26 მარტი 2016 17:46
0
ნეტა ისინი სად არიან გუშინ რო უპრაგონოდ ლანძღავდენ ყიფიანს და ბიჭებს,დაიმალებიან ეხლა და დაუცდიან თუ სადმე ფეხი დაუცდებათ ბიჭებს.
qutaiseli
26 მარტი 2016 17:37
0
გილოცაააავთ! ყიფიანი და მისი ბიჭები ყოჩაღ, მაგრები ხართ!!! ესპანეთს ეთამაშნენ ესპანეთი და ნიჩია, ძალიან კარგია! ყოჩAღ, მეამაყებით!!!
gulshematkivari
26 მარტი 2016 16:57
0
ეს ფრე ფინალურ ტურნირზე გასვლის ტოლფასი იყო.
gio
26 მარტი 2016 16:56
0
უკაცრავად 90 წუთიანი ყოფილა,მაგრამ უკეტესად გაუძლეს ესპანეთს,ესეიგი შეუძლებელი არ ყოფილა მათთან თამაში ვიმედოვნებ და ვუსურვებ წარმატებებს შემდეგ თამაშში
vova
26 მარტი 2016 16:49
0
ra tfui??ritxar gagizianebuli?uyureb tamashs?esisshemtxvevaa wagebis shemtxvevashic rom tashs imsaxureben bichebi..aramgonia chemzemetad kritikit udgeboda qartul fexburtshi racxdeba magram tfu namdvilad zedmetia tan mamakscis wcevashi. (shenkacobas arvexebi argicnob da imitom,geubnebi komentaridan gamomdinare)bichebi ki dges imsaxureben qebas.asetebi chvenpexburtshi ishviatad xdeda,ixarjebian maqsimalurad...bravo
ser-s
26 მარტი 2016 16:26
0
80 წუთი ეს ტურნირი 80 წუთიანია ტუ ესპანელებს ფრე ეტამაშეს შანსებია რომ წარმატებულად დაამთავრონ ეს ტურნირი! 16 წუთი უნდა გადსლონ იქნებ მოიგონ
vova
26 მარტი 2016 16:22
0
ტფუი რა საცოდაობაა ვაახ. ხო მაგრები არიან დაკმაყოფილდი მეტი არ გინდა . აცალე დასრულდეს თამაში და მერე მიულოცე თუ მისალოცად ექნათ საერთოდ საქმე. 1) თამაში 90 წუთი გრძედლდება . 2) ქართველ ფეხბურთელს კომპლიმენტი არ უნდა უთხრა საერთოდ. ( ბავშვობიდან მომავალ მესად რო ზრდიან მაგი ღუპავთ ზუსტად ) ვაი საცოდავო საქართველო ვაი ვაის
ser
26 მარტი 2016 16:02
0
დავააიი მაგრები ხართ
ჰჰჰჰ
26 მარტი 2016 15:35
0
მიდით ბიჭებო, შეგიძლიათ!
გუჯა კახაძე
26 მარტი 2016 15:34
0

სიახლეები პოპულარული