U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 [ტექსტური ტრანსლაცია]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრას ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან მართავს. მიმდინარეობს მეორე ტაიმი. ანგარიშია 1:1.

გიორგი ყიფიანმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო: ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, რატი არდაზიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ანრი ჭიჭინაძე, შერმადინ ართმელაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი (კაპ), ბექა მიქელთაძე, ირაკლი ბიძინაშვილი, ირაკლი კომახიძე, დავით სამურკასოვი.

- ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" თამაში დაიწყო.

- მე-8 წუთზე ანგარიში ქართველმა 19-წლამდელებმა გახსნეს. გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.

- მე-14 წუთზე
კარლეს ალენიას დარტყმის შემდეგ საქართველო გაშვებული გოლისგან ოთო გოშაძემ იხსნა.

- 21-ე წუთზე ბიძინაშვილი ესპანელთა კარში მეორე გოლის გატანას ცდილობს, თუმცა მის დარტყმულს გადაეღობნენ.

- 26-ე წუთზე მსაჯმა შერმადინ ართმელიძე გააფრთხილა.

- 32-ე წუთზე მასპინძლებმა თამაშის წესი დაარღვიეს - ყვითელი ბარათი კარლეს ალენიამ მიიღო.

- 33-ე წუთზე ბექა მიქელთაძის დარტყმული მასპინძელთა კარს სცდება.

- მე-40 წუთზე ხუან სარინომ ესპანელები მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

- 42-ე წუთზე ბორხა მაიორალმა ანგარიში გაათანაბრა.

- 45-ე წუთზე მსაჯმა ანრი ჭიჭინაძე გააფრთხილა.

- 45-ე წუთზე ოთო გოშაძემ ქართველები მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

- ტაიმი დასრულდა - 1:1.

- დაიწყო მეორე ტაიმი.

- 48-ე წუთზე ესპანელები საგოლე მომენტს ჰქმნიან.

- 61-ე წუთზე ხუან სორიანომ ესპანელთა კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.

- 61-ე წუთზე მსაჯმა ვლადიმერ მამუჩაშვილი გააფრთხილა.

- 65-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად მოედანზე სანდრო ალთუნაშვილი შევიდა.

- 76-ე წუთზე დავით სამურკასოვის ნაცვლად მოედანზე გიორგი ბერიძე შევიდა.

- მე-80 წუთზე ოთო გოშაძემ კიდევ ერთხელ იხსნა ქართველები გაშვებული გოლისგან.

- 81-ე წუთზე შერმადინ ართმელაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი კიკნაძე შევიდა.

- 85-ე წუთზე ესპანელებმა საგოლე მომენტი შექმნეს.

- მატჩი დასრულდა - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 12 /
შეგძლებიათ, გილოცავთ!
გუჯა კახაძე
17:46 26-03-2016
0
ნეტა ისინი სად არიან გუშინ რო უპრაგონოდ ლანძღავდენ ყიფიანს და ბიჭებს,დაიმალებიან ეხლა და დაუცდიან თუ სადმე ფეხი დაუცდებათ ბიჭებს.
qutaiseli
17:37 26-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული