ბექა ვაჩიბერაძე: სფფ-ს მიწვევაზე ვუთხარი, რომ თამაშს უკრაინის სახელით ვაპირებ

AutoSharing Option
ესპანური "ბეტისისა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ, ზესტაფონური მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველო-უკრიანის 21-წლამდელებმა ამხანაგურად ითამაშეს, უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ჩატარებულ შეხვედრაში უკრაინელებს ფრე (3:3) სწორედ ვაჩიბერაძემ მოუტანა, რომელმაც გია გეგუჩაძის გუნდს გოლი ბოლო წუთზე გაუტანა.

ბექამ matchday.ua-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მატჩის წინ მან მიწვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგანაც მიიღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშს უკრაინის სახელით გამოსვლა არჩია.

- შენთვის ეს პირველი გამოძახება იყო უკრიანის ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც
ალექსანდრ გოლოვკო წვრთნის. როგორ შეაფასებ მას?

- ამ შემადგენლობით ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. ორი ძალიან სასარგებლო შეხვედრა ჩავატარეთ, შევეჩვიეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- პირველ მატჩში ავსტრიასთან, თამაშის მიწურულს არენდარუკის მიერ გატანილი გოლით მოიგეთ. როგორი იყო ის შეხვედრა?
- პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო. მნიშვნელოვანი იყო დადებით შედეგის მიღწევა. ძირითადად ბრძოლა იყო, ჩვეულ ტემპში. თანაბარი თამაში იყო და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ.

- თქვენც ბოლო წუთზე გაიტანეთ საქართველოს ნაკრებთან მატჩში, მაგრამ იქ მხოლოდ ფრეს მიაღწიეთ.
- საქართველოში ცოტა სხვაგვარი თამაში იყო და ვფიქრობ, ჩვენთვის გაცილებით რთული მატჩი გამოვიდა. გარკვეულწილად ავსტრიასთან მანამდე ჩატარებული შეხვედრისგან დაღლილობამაც იმოქმედა. საქართველოს ნაკრები ბურთს უკეთ აკონტროლებდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

მაგრამ მარცხი ავირიდეთ და მნიშვნელოვანია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ.

- ორივე თამაში ცუდ ამინდში ჩატარდა. ამანაც იმოქმედა?
- რა თქმა უნდა, თამაში გაძნელდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამინდი ჩვენს ნებაზე არაა დამოკიდებული.

- როგორია შენთვის არცთუ უცხო ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ თამაში და თანაც, მისთვის გადამწყვეტი გოლის გატანა?
- ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა. თანაც, ჩემს კლუბ "ბეტისში" თამაშამდე მოწვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც მოვიდა. მე ვუპასუხე, რომ უკრაინის სახელით ვაპირებდი თამაშს.

- რაზე აკეთებდა აქცენტს ალეკსანდრ გოლოვკო ახალგაზრდული ნაკრების მარტის შეკრებაზე?
- გოლოვკო ჩემი მწვრთნელი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც იყო. შესაბამისად, მიჩვეული ვარ მის ყველა მოთხოვნას და ვიცი, რას სურს მწვრთნელს ჩემგან. მან დაწვრილებით განგვიმარტა, რა სურდა ჩვენგან და როგორ უნდა გვეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 73 /
ამ საიტს ფილტრი არ აქვს, დიდი, არაფრისმთქმელი კომენტარები (დამწერი რომ გულს იფხანს და ისე ღრმად რომ შედის ფანტაზიაში რომ თავი და ბოლო რომ აგარ ჩანს) ბოლოში მოისტროლოს და სერიოზულ პულიცას საგი აზრი დაანახვოს.

რა არის საამაყო ქართველობაში - იმის მეტი რომ ქარტველი ხარ? პლასტმასის ქარხანა რომ გაიხსნა 5 წლის უკან. 50% პროცენტი მამაკაცების (სულ მცირე) - პურიმჟამლობას ამოფარებული ლოთი რომ არის. ადამიანს ნორმალური შრომა რომ ვერ არჩენს - და ქვეყნის ქურდები - ტავისი საქმიანობით რომ ამაყობენ.

17 საუკუნეში ფრანგები ხელუსუფლებას ეკამატებოდნენ - სიგარიბეში გვამყოფებ და ამით გვაკონტროლებო. 21 საუკუნეეა და ეს აზრი ამდენ "მითომ" გენიოსად შერაცხულ ადამიანებიდან ერთ მაინც როგორ არ მოსვლია.

"მითომ" გენიოსები რადგან - ამ ადამიანების სახელები საქართველოს გარეთ არავინ იცის - და გადახედეთ სტატიებს, პოსტებს, და ცომენტარებს - ერტი "გოჯი" რომელმა ქართველმაც გააკეტე - ყველას გენიოსებად, ულამაზესად, უკეტილშჰობილესად, და ა.შ. მოიხსენიებენ.
ამერიკელი
04:08 04-04-2016
0
ეგ რა პონტიაა ???თუ ერთად თამაშობდით ესე იგი შენაც 19-20 წლისა ხარ და რა პირით ედძAხი ამ ხალხს დაბოგმილთ ყველაზე მეტი იცი?? აბა უფროს-უმცროსობა???ამ ხალხს რომ აქ გარდა დაწერის მეტი შეედძლოს მაშინ დაურეკავდნენ და ეგრეც არ მოიქცეოდა და თუ კი იცნობ და ეგეთი ზრდილობიანები და კარგები ხართ აუხსენი სამშობლო არც დომენტათი(სიჭინავა) იწყება და არც თქვენით მთავრდება!!!!!შენივე თქმით ეტყობა დომენტასაც ვინუჯდენს ხდიდა რომ მოფერებოდა აბა რა პონტში ფედერაციის პრეზიდენტი ხელგადახვეული ვიგაც ჟგვინტიან ბავშვტან ..ეტყობა რაც დომენტამ დაპირდა ეცოტავა და აახვია უკრაინას...გიგილა როდესაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის დროშა აქვთ მკერდზე ესე იგი ომში არიან ...და თუ არ გჯერა მოიკითხე კიევის დინამოს ისტორია თქო დავწერე ერთხელ....ხომ ეროვნება საბლატავო არ არის მაგრამ კარგი და გირსეული ქართველობა მართლაც რომ საამაყო არის ეგ მთელმა მსოფლიომ იცის და ამიტომაც გვყავდა ამდენი მტერი !!!!აბა ამერიკელო ვარო ხარ კი გირსი ან ქარტველობის(გმერთს მადლობა რომ შენითვე იუარე) ან ამერიკელობის???ეგეტებს მტრები არ ყავთ და თუ ვინებს არ ყავთ მიმოიკითხე ..OK?!?!?!...და ბოლოს პრეტენზიებზე ინეტში დაბოგმვაზე და თუ შენც ჩვენსავით არა ხარ მაშინ როგორ წაიკითხე და შემდეგ დააკომენტე ეგ წერილები ...და ეგეთი აჟიოტაჟი იმის გამო მოყვა მაგის საქციელს რომ უკვე მოხშირდა ეგეთები დჯერ გოგია შემდეგ ეგ ასევე მელქაძეს არ უნდაო სპარტაკიდან ასევე არიან რუსეთ-უკრაინაში რამდენიმე ქართველი ბავშვები რომლებიც ამათ მაგალითზე ისინიც უარს იტყვიან ცუდი მაგალითი გადამდებიაოო!!!!!! რამდენიმე თვის უკან ყაზახეთში რომ 16-წლინთა ტურნირი იყო საქართველოს ნაკრების მეტოქეებში 7თუ 8 ქართული გვარი ამოვიკითხე აი მაგ "კარგ" ბექას მაგალითზე ყველას დავკარგავთ ...!!!!ეგ არის პრობლემა და არა 20 წლის ბეტისის მეორე სასტავის ფეხბურთელი აბა მხითარინს მის ასაკში მთელი ევროპა იცნობდა კარგს არც შახტიორი გაუშვებდა...შენთან კამათი საქართველოს ისტორიაზე მტრები ყავდა და თუ "გამბრიყველები" არ გირს ...თურმე ჩვენ არ ვარგივართ და მხოლოდ თქვენ გაგწეული ხარ მაგარი 100 000ხელფასით...იცი რა შეირგე გმერთმა ხელიც მოგიმართოს !!!ოგონდ საქრტველოს და ქართულსაც შეეშვი ან არ გიტყდება ამერრიკელს" მდაბიო ქართული ენა?!?!?! შენ და შენისთანა ვაი ქართველები როდესაც ყველა გააგწევთ თუ აახვევთ აი მერე მოითქვამს სულს საქართველო და არც ის გვჭირდება ნაკრებში ვისაც თქვენისთანEბი იცავს.......
Amerikelsac
02:37 04-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული