10:43 12-04-2016
U16. ბულგარეთი-საქართველო 1:1 (პენ. 5:3) - პენალტებში გვაჯობეს [VIDEO]
AutoSharing Option
მე-12 წუთზე გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. თავი ზურაბ დავითაშვილმა გამოიჩინა. ბულგარელებმა თამაში 72-ე წუთზე, კუნ ტემენჟუკოვის გოლით გადაარჩინეს.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც უფრო ზუსტნი ბულგარელები აღმოჩნდნენ - 5:3.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბულესკირია, ბასარია (კაპანაძე), ჯინჯოლავა, ხარაბაძე (ჯავახიშვილი), დავითაშვილი (გრძელიძე), ბაბუნაძე (ხარშილაძე), გაბუნია, ივანიაძე (გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ფაღავა (დარცმელია); სათადარიგოები: მეგრელიშვილი, გაბედავა, გობრონიძე, ბუიღლიშვილი.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ, 13 აპრილს, რუმინელ თანატოლებთან ჩაატარებს. ცნობისთვის, კარპატელებმა პირველ ტურში ხორვატიას 1:0 მოუგეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბატონო მწვრთნელო: იქნებ მოიკითხოთ რატომ დაიბლოკა ნონიკაშვილი? ან კიდევ რამდენიმე ძლიერი ბავშვი რომელთა არ გამოძახება ყველას გაუკვირდა? როდემდე უნდა შეკრიბოთ ნაკრები გუნდის მწვრთნელის კარნახით და პირადი სიმპატიით?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული