U16. საქართველო - მოლდოვა 4:0 - ქართველები ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
14 მაისს უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალურ ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა. გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 4-0 დაამარცხეს მეტოქე.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს მთავარი კონკურენტი, ჩეხეთი, ლატვიელებთან 0-2 დამარცხდა და, შესაბამისად, ფინალში ჩვენი გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლებით დარჩიმელია, ბაბუნაძე, დავითაშვილი და გაბუნია გამოირჩნენ.

გურამ ასპინძელაშვილმა მოლდოვასთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

მეგრელიშვილი, გაბედავა, ჯინჯოლავა, ქაფიანიძე (55" ბასარია), ჯავახიშვილი, დავითაშვილი (60" გაბიტაშვილი), ბაბუნაძე (60" ხარაბაძე), გაბუნია, ივანიაძე (55" კაკაურიძე), ლორთქიფანიძე (55" მექვაბიშვილი), დარცმელია (69" ლომიძე)

ტურნირის
ფინალი 15 მაისს გაიმართება და ქართველთა მეტოქე ისრაელის 16-წლამდე გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოლდოვასთან წაგება საგინებელია, მოგება კი სიმშვიდის შესანარჩუნებელია. ისე თუ ფეხბურთს გებულობ, უნდა გცოდნოდა ეს.
აბა ისრაელთან რა მოსულა, ეს მაინც თუ იცი?!..
ოკრიბელი kestu-ს
19:59 15-05-2016
0
გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ!
გუჯა კახაძე
19:32 15-05-2016
0

სიახლეები პოპულარული