გია გეგუჩაძე: პროგრესს ვხედავ და ეს ძალიან მახარებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში VI ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მე-6 დამატებულ წუთზე დასანანი გოლი გაუშვა და მაინც დამარცხდა (2:3).

U21. შვედეთი-საქართველო 3:2 - თამაში შვედების მოგებამდე [VIDEO]

შვედური მატჩის თაობაზე და ახალგაზრდულ ნაკრებში მიმდინარე ზოგად ტენდენციებზე "ლელო" ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს გაესაუბრა...

- რა თქმა უნდა, წაგება ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ შვედეთში ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რასაც ჰქვია, ფეხბურთი ითამაშა და მარცხი ერთობ დასანანი იყო. როგორ შეაფასებთ შვედეთში გამართულ მატჩს?
- თავდაპირველად, ვიტყვი იმას, რომ
ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული გამოცდა. სან მარინოსთან გვქონდა პირველი მატჩი, მაგრამ მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ნაკრები ვერაფრით იქნება ჩვენთვის ინდიკატორი...

მერე იყო ამხანაგური შეხვედრა უკრაინასთან, ახლა კი ვეთამაშეთ ძალიან ძლიერ გუნდს... მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში ჩვენ არ ვიმსახურებდით მარცხს. ეს ვერაფერი ნუგეშია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ფაქტია, მთელ რიგ მომენტებში ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით.

- რას უნდა დავაბრალოთ ბოლო გოლი თამაშის მეექვსე, დამატებულ წუთზე? ჩვენს ტრადიციულ სენს, კონცენტრაციის დაკარგვას ხომ არა?
- შემიძლია გითხრათ, რომ შვედების ბოლო გოლი თამაშის კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. უმისამართოდ "ამოიტანეს" ბურთი, მეკარეს ფეხი დაუცდა... თავად შვედებმაც აღიარეს თამაშის შემდეგ, რომ მათი გამარჯვება არ იყო ლოგიკური.

- ერთი შეხედვით, ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი პრობლემა დაცვაში არსებული ნაპრალებია. ეთანხმებით ამ აზრს?
- ჩემი აზრით, ყველა ის ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, ვისაც ასაკით უწევს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, სხვა შედეგს დავდებდით. როგორც იცით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, იყო ტრავმებიც და სწორედ ამის გამო ვერ შეძლო შვედებთან თამაში ჯიმი ტაბიძემ. პლუს ამას, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენთვის საინტერესო მცველები დაშავებულები არიან, მალანია არ იყო სასურველ ფორმაში...

აუგს ვერ ვიტყვი შვედეთთან მატჩში ჩვენს ცენტრალურ მცველებზე - მარგველაშვილსა და ცნობილაძეზე, ისევე, როგორც განაპირა მცველებზე.

- ჩანს, გუნდს თანდათან ჭრით თქვენს თარგზე. ბოლომდე "მოგყვებიან" ფეხბურთელები?
- ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ფეხბურთელებში ვხედავ პროგრესს და ეს ძალიან მახარებს.

- საქართველოს ნაკრების ცუდმა თამაშმა რუმინეთსა და სლოვაკეთთან გულშემატკივარში კიდევ უფრო გააძლიერა უიმედობა და ნიჰილიზმი. თქვენ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს კურირებთ. თუ ხედავთ შუქს გვირაბის ბოლოს? ნუთუ, წასულია ჩვენი საქმე?
- მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პროგრესის მნიშვნელობა თუ იცი ბატონო გია რაში გაქვთ პროგრესი რომელ ნაკრებში რომელ გუნდში დინამომ გუშინ ნერვები დაგაგლჯა თუ თქვენ ალხეინად იჯექიტ
giorgi
03 აგვისტო 2016 21:59
0
ბატონო გია გაფიცებ რომელ ნაკრებში ან რომელ გუნდში ხედავ პროგრესს გვითხარი ცვენ დავშტერდით ვეარაფერს ვხედავთ დინამო რას გავდა აზრზე ხარ რომელ ნაკრებს აქ პროგრესი რაც შენ მოხვედი ცვენც გაგვაგებინე გაგვეხარდება ნეტა თუ არ გცხვენია ვაფშე
gio
03 აგვისტო 2016 18:36
0
რა ტანხაა გადასახდელი ნაკრებსი მოსახვედრად?
aleq grigalava
24 ივლისი 2016 21:50
0
იმედია დავით ჯიქიას და ოთარ კობახიძიეს დაუნახავთ იმ შრომას და შედეგს რაც დადეს განვლილ ჩენმპონატში და მიცემთ შანს ოფიციალურ მატშიი
giorgi 1992
13 ივნისი 2016 00:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული