U17. საქართველო VS ფინეთი - მხოლოდ გამარჯვებისთვის...

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

რადგან პირველი მატჩი წაგებული (0:1 ბულგარეთთან) გვაქვს, ფინელებთან ჩვენი გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, მეორე ადგილზე გასვლის შანსი მაინც რომ შევინარჩუნოთ.

- U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა

არადა, უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს ფინეთსაც, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან 0:5 წააგო და თან ამ მატჩში გაძევებული იოჰანეს კიტილაც დააკლდებათ.

გურამ ასპინძელაშვილს ფინეთში 18 ფეხბურთელი ჰყავს წაყვანილი:
დემეტრე ბულისკერია,
გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

მასპინძელთა მწვრთნელი იკა მაკელა კი საქართველოსთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:
ოტო ჰუტასენი (ნიუკასლი), ატე პაუნიო (ჰონკა), ატე ეროლა (კაპა), კალე კატცი (ჰიკ), ივარი კულუ (ჯაზი), ტურე მანტინენი (ჯაზი),იუსუფ ალი (ჰიკ), იუნო ჰივარინენი (როვანიემი), ტეემუ იანტი (პპკუ), იაკო ოკსანენი (ჰიკ), ვალე რატი (კაპა), ანსი სუონენი (კაპა), ტომი იანტი (ჰიკ), ნიკლას იოკელაინენი (სტოკი, ინგლისი), იური კურუ (კაპა), ემილ პანულა (სიკ), მაქსიმო ტოლონენი (ჰონკა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ერჩოდიტ კორგალიძეს...ებომაგაშიცგეტკობათ ნაცებზე ვარესები ხარტ
beso
01 ოქტომბერი 2016 15:16
0
კობი არჩევნების საქმე როგორ არის ხმები ხოარ შემოგაკლდა რაც მთავარია))))))
svani
30 სექტემბერი 2016 22:23
0
ბავსჰვებს ნუ ვეხებიტ მატ ყავტ გაუნატლებელი მსვრტნელები და მეცოდებიან გულცრფელად
მანო
30 სექტემბერი 2016 18:32
0
Sadme achvenebt am tamashs?
Mmm
30 სექტემბერი 2016 17:54
0
ეს არის თავის მართლება: ასპინძელაშვილმა ახლობლები წაიყვანა, დინამო საბურთალოა ნაკრები.
სინამდვილეა-საქართველოში ფეხბურთის თამაში არ იციან.
haha
30 სექტემბერი 2016 17:47
0
დავუჩიროთ მხარი გიორგი არაბიძეს... დამოკითხვა საიტის მთავარ გვერდზე...
FEOLA
30 სექტემბერი 2016 16:25
0
ამას დაცერა რატ უნდა დზმაო დინამო და საბურტალოა საქარტველოს ჰაკრები
bajo
30 სექტემბერი 2016 15:59
0
ატამასოს დხეს ახლობლების და მეგობრების ასპინცელასვილმა და გაანადგურებენ ფინეტს
gri
30 სექტემბერი 2016 12:55
0
კლუბებში არა ძმაო, ფლეისთეიშენს თამაშობენ გადასარევად!
gio-ს
30 სექტემბერი 2016 12:45
0
შეგიძლიათ დაწეროთ რომელ კლუბებში თმაშობენ ქართველი ახალგაზრდები ?
gio
30 სექტემბერი 2016 12:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული