"ჯვაროსნების" მეტოქე უმაღლესლიგელი "საბურთალო" იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
დუბლით გიორგი ფანცულაია გამოირჩა. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა, თბილისელთა შემტევმა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და მოჭრილი დარტყმით მეკარისგან შორეულ ცხრიანში გადაგზავნა ბურთი. მეორე გოლი, 56-ე წუთზე გავიდა "საბურთალოს" სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ფანცულაიამ დააგვირგვინა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 14 ნოემბერს ქუთაისში, ადგილობრივი "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, ტექნიკური ცენტრი "ბასა"
საქართველო U21 - საბურთალო 0:2
გოლები:
გაფრთხილება: 30" თოლორდავა, 57" იაშვილი
საქართველო U21: ქურდაძე, ჩაჩუა (63" ხარაიშვილი), თოლორდავა (63" ტაბიძე), მარგველაშვილი (63" ჭიჭინაძე), თევზაძე, ჩაბრაძე, ზარია, ბარბაქაძე (46" ნადარაია), ბერიძე (46" მამუჩაშვილი), ჭანტურია (63" ხარანდია), იმნაძე
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ელვინი (78" მოლაშვილი), კოხრეიძე (65" ნიკოლეიშვილი), ფანცულაია, სოფრომაძე, რუხაძე (56" გვარაძე), ბუხაიძე, ხუანფრი (65" ივანიაძე)
მსაჯები: პ. მაჭარაძე, ა. კოკაია, ბ. ჟვანია
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით