"რამდენიმე კლუბის შემოთავაზება მივიღე, მაგრამ საბოლოოდ საჩხერის "ჩიხურას" ვარიანტი ვამჯობინე. გადამწყვეტი ამ გუნდის ამბიცია იყო. ბოლო წლებში გუნდი სულ ლიდერებშია, გარდამავალ ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
ცხადია, ლიდერ გუნდში თამაში სასიამოვნოც არის, საინტერესოც და პრესტიჟულიც. ამავე დროს, გავლენა იმანაც მოახდინა, რომ "ჩიხურა" სტაბილური გუნდია, ეს კი
ჭელიძემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჩიხურასთან", რომელიც მის კარიერაში მე-11 გუნდი იქნება. მან თამაში რეგიონული ლიგის "ნორჩ დინამოელში" 16 წლისამ დაიწყო. მერე იყო გორის "დილა", ბოლნისის "სიონი", ბათუმის "დინამო", რუსთავის "ოლიმპი" და "მეტალურგი", ბელორუსში - ბრესტის "დინამო" და "გომელი", ქუთაისის "ტორპედო" და "ზესტაფონი", ხოლო "დინამოში" 2015 წლიდან თამაშობდა.
ზაზა ჭელიძის გარდა, საჩხერელებს სხვა ახალწვეულიც ჰყავთ: გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატა - ქობულეთის "შუქურას" ყოფილი მოთამაშე ბაქარ მირცხულავა.
"ჩიხურას" დამრიგებლის თქმით, თბილისის "დინამოში" დაბრუნებული საბა ლობჟანიძისა და თბილისის "ლოკომოტივში" გადასული გიორგი რეხვიაშვილის გარდა, გუნდი ნახევარმცველმა ლაშა გვალიამაც დატოვა.
"ჩიხურას" ფეხბურთელები 12 იანვარს თბილისში შეიკრიბებიან, სადაც "ზამთრის მასტერსი 2017"-ზე ითამაშებენ, ხოლო შემდეგ გუნდმა ორი უცხოური შეკრება დაგეგმა: 21 იანვარს, საჩხერელები თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც 2 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმეს. გუნდი ორი დღით სამშობლოში დაბრუნდება, დაისვენებს და ისევ ანტალიაში დაბინავდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"