დერეტი 23 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. კარიერის განმავლობაში მას "ფიგუეირენშეს", "გრემიოს", "ჯუინვილეს" და "მოგი მირიმის" შემადგენლობაში უთამაშია. "ჯუინვილესთან" ერთად დერეტმა ბრაზილიის ჩემპიონატის სერია ბ მოიგო, ამასთანავე ლიბერტადორესის თასზეც ითამაშა.
რაც შეეხება რიბეიროს, ის 22 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. რიბეირო თავის დროზე ბრაზილიური "ინტერნაციონალის", "აროუკას", "გლორიას" და "ვილა ნოვას" ღირსებას იცავდა.