- "დილას" ახალი მწვრთნელი: შანსი გამომიჩნდა დიდ კლუბში მუშაობის...
"ჩვენ "დილა" არც ისე დიდი ხნის წინ შევიძინეთ. კლუბში ფინანსური მდგომარეობა მთლად კარგი ვერ იყო, იყო სხვა პრობლემებიც... მადლობას ვუხდით ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს, რომელმაც "დილაში" ბოლო რამდენიმე წელი იმუშავა. ის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მასთან
ყველა ბიზნესმენი ახალი პროექტის წამოწყებით მოხარულია. ასე ვართ ჩვენც. საქართველოში ახალი პროექტის წამოწყება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ქვეყანა ახალ საფეხბურთო ერას იწყებს და ვაცნობიერებთ, რამხელა ძალისხმევას დებს ამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი. გვჯერა, გულშემატკივრებთან და გუნდში მომუშავე პროფესიონალებთან ერთად წარმატება აუცილებლად მოვა.
კლუბში ბევრი ცვლილება იგეგმება, თუმცა ეს ყველაფერი დროს საჭიროებს. კლუბში მოვიდა ადამიანი, რომლის სამწვრთნელო კარიერა 20 წელს ითვლის. ის საკმაოდ გამოცდილია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის მხრივ და ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. ესაა ის, რაც ჩვენი კლუბის წარმატებისთვისაა საჭირო. მისი საფეხბურთო ცოდნაა ის, რისიც გვჯერა.
საქართველოში დიდი ხანი არ ვარ და არ ვიცი, რამდენად მისაღებია ამ ქვეყანაში ბიუჯეტზე საჯაროდ საუბარი. ვინაიდან კლუბი კერძო საკუთრებაშია, ვერ ვხედავ საჭიროებას თანხის დასახელების, რომელსაც "დილას" მოვახმართ, მაგრამ გპირდებით, რომ "დილა" წარმატებული იქნება.
მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ბიზნესია. ფეხბურთი საკმაოდ რთული ბიზნესია, მას ბევრი ემოცია ახლავს. მასში ძალიან ბევრი მოთამაშე, გულშემატკივარი, მედიასაშუალებაა ჩართული, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მაინც ბიზნესია. ჩვენ მოვედით აქ და ვაკეთებთ ამას, რადგან გვსურს, წარმატებული ბიზნესი გვქონდეს. საჭიროებისამებრ, უზრუნველვყოფთ კლუბს, გავუწევთ ფინანსურ მხარდაჭერას...
ახლა რომ გითხრათ, "დილა" წელს ჩემპიონატს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, არარეალური დაპირება იქნება. ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ თუ გგონიათ, რომ როგორც მფლობელს, გვჯერა, ეს წელსვე მოხდება, ცდებით. ფეხბურთში საკმაო გამოცდილება გვაქვს და ცრუ დაპირებების მოცემას არ ვაპირებთ. ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ვითამაშებთ და ამას სწორ გზაზე სიარულით მივაღწევთ.
ჩვენი სამომავლო გეგმა ასეთია: გვსურს, გვყავდეს გუნდი, სადაც საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად მრავალი ახალგაზრდაც იქნება. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ "დილა" არ იქნება 1-2 ფეხბურთელზე დამოკიდებული.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას... საიდუმლო არაა, რომ ამ მხრივ საქართველოში ლიდერი გუნდი არ ვართ და არც ისაა საიდუმლო, რომ კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. გეგმები ამ მიმართულებითაც გვაქვს: მუნიციპალიტეტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, შევარჩიეთ მიწებიც... კარგი ინფრასტრუქტურის ქონა ყველას ინტერესშია!", - განაცხადა არიელ ავრამმა.