კახა კაჭარავა: არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელში მხოლოდ ფულს ხედავენ...

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი "ცხინვალის" სათავეში კვლავ კახა კაჭარავა დგას - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ვინც რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდი არ დატოვა. ცხინვალელებმა უკვე დაიწყეს ახალი სეზონისთვის სამზადისი. "ლელო" კაჭარავას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- თავდაპირველად, ახალი სეზონისთვის სამზადისზე გკითხავთ...
- მზადება უკვე დავიწყეთ. ჯერ სპარინგები არ დაგვიგეგმავს, რადგან ბევრი რამ კიდევ გასარკვევია კლუბში. ამ დროისთვის რაც ვიცით, მომავალ სეზონში ძველი გუნდიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი ითამაშებს - ცერცვაძე და კერესელიძე. გადასაწყვეტია მაქაცარიასა და ქოჩლაძის საკითხი. მოკლედ, სრულიად ახალი გუნდის აშენება
მოგვიწევს.

- როგორც ვიცით, არაერთ ფეხბურთელს სინჯავთ. არიან თუ არა მათ შორის ცნობილი მოთამაშეები? თუ აქცენტი მთლიანად ახალგაზრდებზე გაქვთ გადატანილი?
- არა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვაკვირდებით. მინდა გამოვარჩიო მესხი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. მას აქვს იმის პოტენციალი, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს. ასევე არის რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი...

რას ვიზამთ, ვეცდებით, ყველანაირად გავართვათ თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.

- კლუბის ფინანსური მდგომარეობა ისევ შორსაა იდეალურისგან?
- ჩვენ შევძლებთ, მინიმალური ხელფასი მაინც მივცეთ ფეხბურთელებს.

- რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი უთუოდ დაგჭირდებათ...
- რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, რადგან ლიგაში ძალიან სერიოზული კონკურენცია იქნება. ყველა გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. ისევ და ისევ ფინანსებთან მივდივართ ამ შემთხვევაში. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ის არის, რომ ფეხბურთელებთან გვქონდეს ისეთი კონტრაქტები, მათი წასვლის შემთხვევაში კლუბმა ფინანსურად რომ იხეიროს. ამ ბოლო პერიოდში, მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, 25 ფეხბურთელი წავიდა კლუბიდან და ამით "ცხინვალს" არანაირი ხეირი არ მიუღია.

- დღეს ბევრი ამბობს, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტია...
- არ შეიძლება, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელი არ იყოს! უბრალოდ, ჩვენს ფეხბურთში არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ფეხბურთელში მხოლოდ ფულს ხედავს. ასეთი მიდგომა, პირადად მე, დაუშვებლად მიმაჩნია.

არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ამ ბოლო დროს მომიხდა წამყვანი ქართული კლუბების სკოლაგამოვლილ რამდენიმე ფეხბურთელთან შეხება. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ: მათთან ელემენტარული რამეების ახსნა მიწევს... საჭიროა სწორი მუშაობა.

სამწუხაროდ, 1990 წლის შემდეგ ჩვენ უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ვმუშაობთ. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია რეგიონებში და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

- "ცხინვალის" ბევრი ფეხბურთელი წავიდა წამყვან ქართულ კლუბებში...
- მართალი ხართ... ბაქარ ქარდავა თავიდან ჩემთან რომ მოვიდა, მითხრა, სადაც ვიყავი, ყველა გუნდიდან გამიშვესო. შევხედე და დავინახე, რომ ამ ბიჭმა აშკარად იცის ფეხბურთის თამაში. მახსოვდა, ის ადრე ასაკობრივ ნაკრებში მყავდა გასინჯული და მივეცი შანსი, რომელიც გამოიყენა. ქარდავა ახლა თბილისის "დინამოშია" და მან ეს საკუთარი თამაშით დაიმსახურა. ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელს კიდევ შეუძლია მომატება. შეუძლია, საჭირო ფეხბურთელი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის.

- სად ითამაშებს "ცხინვალი"?
- ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. მოგეხსენებათ, წინა სეზონში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე ვთამაშობდით. სად ვითამაშებთ, ეს ისევ და ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული.

- ამ სიტუაციიდან გამომდინარე, "ცხინვალის" მიზანი, ალბათ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს...
- ასეა. ჩვენ უნდა შევქმნათ ბრძოლისუნარიანი, ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ამ ამოცანას წარმატებით გადაჭრის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა პული უნდა აეგო Gუნდს 25-პეხბურთელი ტავიდაო რო იზახის ეს კაცი ერთი კმაყოპილი პეხბურთელი მანახეთ მაგ 25-იდან ყველა უკმაყოპილოა ამ კაცით ყვირილის მეტი არაპერი არ იცის
Otarchi
05 თებერვალი 2017 22:24
0
ბიზნესისათვის არამომგებიანია ფეხბურთში ფულის ჩაყრა, მითუმეტეს საქარტველოში. ასე რომ,ბიზნესზე თხოვნა მილიონობით ლარი გადაყარეთ სეირის საყურებლადო, არასერიოზულია სამწუხაროდ.
აგერ დინამოს და ფიფიას ხარჯზე ვხედავთ ყველაფერს- ფიფიას მიერ მართულ რუსთავის აზოტიდან 350 კაცი 500 ლარიანი ხელფასით გაყარეს, მაგ აზოტიდან კი თბილისის დინამოს უსაქმურ ფეხბურთელებს 5000 და მეტ ლარს უხდიან. თუ ფიფია ამ მუშებს შეინარჩუნებს მაშინ სახლიდან მოუწევს ფულის მოტანა უკვე დინამოსათვის. კლუბის შესანარჩუნებლად კი 350 კაცი გააგდო, ზუსტად ის პროპორციაა 35 კაციანი დინამოს კოლექტივი თუ 350 მუშა.
კიდევ რა უნდა შესწიროს საქართველოს მოსახლეობამ ფეხბურთელებს რომ ამათმა მიხვდნენ თუ რა ფასი ჯდება მათი დასაქმება და მინდორზე სირბილი და არა აზოტის ქიმიურ საამქროებში ან ფეროს ღუმელებთან დგომა და კიბოთი დაავადების დიდი შანსის დათრევა?

დროა საერთოდ გადაიხედოს ფეხბურთის ფინანსირების და შენრაჩუნების სისტემა,არასწორი გზით მიდის ეს ყველაფერი.
Guadua
05 თებერვალი 2017 19:15
0
ცხინვალელ ბიზნესმენებს და შეძლებულ პატრიოტებს გვთხოვთ, ნუ დატოვებთ გუნდს უყურადღებოდ, მათთვის ერთი ბურთის შეძენაც კი დიდი თანადგომა იქნება. ცხინვალი რეგიონით დაკარგული გვაქვს გუნდს მაინც ნუღარ დავკარგავთ.
gizog
05 თებერვალი 2017 16:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული