დღეს თბილისის "დინამო" პირველ შეკრებას "ჩერნომორეცთან" მატჩით დაასრულებს

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართავს. მატჩი ქალაქ ლარაში თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება.

თამაშის წინა დღეს ვიაჩესლავ გროზნიმ ფეხბურთელთა ნაწილი მსუბუქად დატვირთა, საღამოს გუნდს თეორიული მეცადინეობა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში ჩაუტარდა.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, ოდესის გუნდი, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი იცავენ, უკრაინის პრემიერლიგაში ამჟამად მე-7 ადგილზეა.

"ჩერნომორეცთან" სპარინგ-მატჩით დინამოელები პირველ შეკრებას დაასრულებენ, 5 თებერვალს კი სამშობლოში დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა ლარაში მანამდე სლოვაკურ "ჟილინასთან" (1:1), უკრაინულ
"დნიპროსა" (4:2) და მაკედონიურ "სილექსთან" (0:0) ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეზო ასიანი ხარ მეგობაროო......
რეზოო საღოლ
15:47 04-02-2017
0
გადაწვას?თუ ვერ უძლებენ ,არაფერი ესაქმებათ ,,დიდ,, ფეხბურთში და ითამაშონ ,,სოფლის კლუბში,,
–,,დინამო,,მხოლოდ საქართველოში წარმატებით არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეს
ზაზა
15:00 04-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული