ოფიციალურად: ლაშა თოთაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლაშა თოთაძე ოფიციალურად დაიმატა. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

ლაშამ პირველი შეკრება უკვე გაიარა "დინამოსთან" ერთად და ოთხივე ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა.

28 წლის მცველი "დინამოში" 2014-15 წლების სეზონში ასპარეზობდა. სხვადასხვა პერიოდში კი "გაგრას", "დიორ ეტოს", "ლომბარდ პაპას", გორის "დილას", ბათუმის "დინამოს", "საბურთალოს" და ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ფოტო: fcdinamo.ge
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან კარგი ბიჭია,მართლა ბოლომდე იხარჯება და შრომაც ევასევა, მაგიტომაც გამოიძახა ცხადაძემ ნაკრებში. თუ უყურებთ ჩვენ ჩემპიონატს მიხვდებით რასაც ვამბობ, ჯარიმებიც კარგად გააქვს, აზრიანი ტრანსფერი გააკეტა დინამომ
shota
11 თებერვალი 2017 00:23
0
არ ვიცი რატო აკრიტიკებთ ამ კაცს როცაა იყო თამაშობდა და ბოლომდე იხარჯებოდა დაცვაშიც კარგი იყო ქონდა შეცდომები მარა მიპოვეთაბა საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი(ები) ვინც უშეცდომოთ ატარებს ზედიზედ შეხვედრებს და სტაბილურად?! ძაან კარგი მცველია საქართველოს დონეზე და სწორიც გააკეტა დინამომ აბა საფრანგეთის მესამე ლიგის სათადარიგოს ფეხბურთელის ჩამოყვანას არ სჯობს ადგილობრივი იყოს? კარგით რა ხალხო არ გვინდა ასე გაკრიტიკება არ არის ცუდი ბიჭი თან დინამოში ხშირად მარცხენა მცველზე ათამაშებდნენ რაც არაა მაგის პოზიცია და მაინც კარგად ირჯებოდა ასე თუ ისე დამოდით ნუ დავაყრით ვნახოთ რა იქნება ჯერ!
dss
10 თებერვალი 2017 20:51
0
აბა გაახალგაზრდავებაო და სიევ ძველ ფეხბუითელებს ვაბრუნებთ? ) მალე ჯიღაური პარუნაშვილი ჭანტურიშვილიც დაბრუნდებიან თუ უცხოეთში ფეხი ვერ მოიკიდეს, სავარაუდოდ დვალიშვილიც და ლობჯანიძეც
dato
10 თებერვალი 2017 15:59
0
აუ მოკლედ რაა !!! ხო იყო დინამოში რა გააკეთა?! არ მესმის ესეთ ტრანსფერებს რატო აკეთებენ რაა... მოჯადოებულ წრეზე დადიან :@
დინამო
10 თებერვალი 2017 14:32
0

სიახლეები პოპულარული