თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა მიითვალა.
მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ცუდად დაიწყო, მაინც მოიგო. თბილისელთა კარში მატჩის პირველივე წუთზე პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა და თორნიკე თარხნიშვილს აუღო. ბათუმელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს - მე-10 წუთზე თავი თეიმურაზ შონიამ
დღეს, 18:00 საათზე, ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.
დღევანდელ მატჩებში ყველაზე ცოცხალი და საინტერსო იყო ჩიხურა- დილა, თუმცა უშედეგოდ დამთავრდა.
დამსახურებულად მოიგო ლოკომოტივმა თუმცა ლოკოც და დინამო ბათუმიც ჯერ კიდევ არ არიან ფორმაში და ასეთი თამაშით შორს ვერ წავლენ.
აჯობა უმეტეს ასპექტებში საბურთალომ ტორპედოს,რომელიც მეტს მოძრაობს მაგრამ უფრო დაბნეულად, ვიდრე სისტემურად.
შემთხვვეით მოიგო თბილისი დინამომ,ეს მატჩი იმსახურებდა ფრეს,ვიზიარებ სანაიას კლუბია მწუხარებას, ის კენიელი მაგარი ჰყავთ.
ჯამში დღევანმდელი ჩიხრუა-დილა და გუშინდელი სამტრედია- შუქურას მატჩები გამოვიდა ყველაზე უკეთესი სანახაორბივი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა რომ მოგებებით არ დამთავრებულა.
რეზიუმე- სამტრედიას მთავარი კონკურენტი ისევ ჩიხურა რჩება,დინამოებს მხოლოდ პოტენციურად სამეულში მოხვედრის კანდიდატებად თუ განვიხილავთ. ტორპედოს ასაწყობი და დასალაგებელია, ეს 1-2-3 თამაშშიარ მოხდება.
ველოდებით შემდეგი ტურის 2 მნიშვნელოვან მატჩს :
ლოკო-დინამო
სამტრედია ჩიხურა.