ეროვნული ლიგა. I ტური: "დინამომ" და "ლოკომოტივმა" მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ცუდად დაიწყო, მაინც მოიგო. თბილისელთა კარში მატჩის პირველივე წუთზე პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა და თორნიკე თარხნიშვილს აუღო. ბათუმელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს - მე-10 წუთზე თავი თეიმურაზ შონიამ
გამოიჩინა, 31-ე და 42-ე წუთებზე კი თბილისელთა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღეს, 18:00 საათზე, ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლაც კარგი სტარტი გამოდგა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუშინ "ლოკომოტივი" ბათუმის "დინამოს" თამაშს დავესწარი და უნდა გითხრათ ნასიამოვნები დავრჩი. მართლა კარგი თამაში გამოვიდა. დაძაბული, სწრაფი, კომბინაციური (ლოკოს დევდრიანის ხელი აშკარად ეტყობა) თუ არ ჩავთცლით პატარა ინციდენტს, რომელიც შემს თვაწინ ერთმა უგუნურმა მაყურებელმა სახელად უტუ-მ, მამისტოლა კაცის მისამართით ჩაიდინა. გვარს არ დავავასახელებ, რადგან არ მინდა ამით გული ვატკინო იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც საუკეთესო იყო მინდორზე.
zaali - stajiani "balelSiki"
06 მარტი 2017 11:06
0
ის რაც თვალში მომხვდა ჯერ-ჯერობით კარგად შეფუტვის მცდელობაა და კარგი (ამ ეტაპზე) ეროვნული ლიგის საიტი. ფწდწრაციის საიტთან შედარებით კიბერ-კივილია :))
irakli Apkhaidze
05 მარტი 2017 22:57
0
ყოჩაღ ფედერაციას.მართლაც ბერი სასიამოვნო სიურპრიზია.ჩემპიონატიც რამდენიმე ტურის შემდეგ კარგად დაიქოქება. მგონია რომ ცხელი და საინტერესო ზაფხული გველოდება. დ ი ლ ა წინ!!!!!!!!
junglebi
05 მარტი 2017 22:01
0
ვთქვათ ყველაფერი პატიოსნად:
დღევანდელ მატჩებში ყველაზე ცოცხალი და საინტერსო იყო ჩიხურა- დილა, თუმცა უშედეგოდ დამთავრდა.

დამსახურებულად მოიგო ლოკომოტივმა თუმცა ლოკოც და დინამო ბათუმიც ჯერ კიდევ არ არიან ფორმაში და ასეთი თამაშით შორს ვერ წავლენ.

აჯობა უმეტეს ასპექტებში საბურთალომ ტორპედოს,რომელიც მეტს მოძრაობს მაგრამ უფრო დაბნეულად, ვიდრე სისტემურად.

შემთხვვეით მოიგო თბილისი დინამომ,ეს მატჩი იმსახურებდა ფრეს,ვიზიარებ სანაიას კლუბია მწუხარებას, ის კენიელი მაგარი ჰყავთ.

ჯამში დღევანმდელი ჩიხრუა-დილა და გუშინდელი სამტრედია- შუქურას მატჩები გამოვიდა ყველაზე უკეთესი სანახაორბივი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა რომ მოგებებით არ დამთავრებულა.

რეზიუმე- სამტრედიას მთავარი კონკურენტი ისევ ჩიხურა რჩება,დინამოებს მხოლოდ პოტენციურად სამეულში მოხვედრის კანდიდატებად თუ განვიხილავთ. ტორპედოს ასაწყობი და დასალაგებელია, ეს 1-2-3 თამაშშიარ მოხდება.

ველოდებით შემდეგი ტურის 2 მნიშვნელოვან მატჩს :
ლოკო-დინამო
სამტრედია ჩიხურა.
Guadua
05 მარტი 2017 21:45
0
დინამო კარგ სეზონს ჩაატარებს და ჩემპიონიც გახდება. ნელნელა შევლენ ფორმაში და უკეთესად ითამაშებენ. კაჭო იზავს გასაკეთებელს. მიდი დინამოოო
bancela
05 მარტი 2017 20:34
0
მერიის სინდისზე იყოს რომ ჩაჩავას არ მიყიდეს ტორპედო. ქობულეთიც მოუგებს ტორპედოს და გუნდი მორალურად განადგურდება.
გივი
05 მარტი 2017 20:00
0
ყოჩაღ რა ოპერატიულად დადევით ვიდეო.
ბესიკი
05 მარტი 2017 17:15
0
dinamo angarishis shenarchunebaze tamashobda))) gaumartla kolxets sami tamkvani fexburteli aklda... kenieli marzxena mzveli ki dinamos mtel gunds jobia))) aset mogebas ra utxari...
kai bichi
05 მარტი 2017 16:59
0

სიახლეები პოპულარული