ეროვნული ლიგა. II ტური: "ჩიხურამ" ჩემპიონს სამტრედიაში აჯობა

AutoSharing Option
11 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის II ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

შინ მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ", რომელსაც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" გიორგი კორიფაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.

ანგარიში 0:1 დაფიქსირდა გორის სტადიონის ტაბლოზეც, სადაც "დილამ" ბათუმის "დინამოსთან" უმასპინძლა და წააგო. აქ სტუმრებს გამარჯვება იაროსლავ კვასოვმა თამაშის მიწურულს გატანილი გოლით მოუტანა.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამარჯვება იზეიმა ფოთის "კოლხეთმა", რომელმაც თბილისის "საბურთალოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში დუბლი გიორგი ჯანელიძემ შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი არფანგ დაფემ დააფიქსირა.

მანამდე გამართულ
მატჩებს რაც შეეხება, "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო წინა დღეს "შუქურა" და "ტორპედო" დაზავდნენ - 1:1.

- ეროვნული ლიგა. II ტური: "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მოუგო
- ეროვნული ლიგა. II ტური: "შუქურამ" ქულა "ტორპედოსთანაც" მოიპოვა

ორი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 6 ქულით თბილისის "ლოკომოტივი" უდგას, მეორე ადგილზე კი "ჩიხურაა" 4 ქულით.

ეროვნული ლიგა. II ტური
11 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 1:0

გოლი: 1:0 ნოდარ ქავთარაძე (57).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 გიორგი კორიფაძე (67)

ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-საბურთალო 3:0
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი ჯანელიძე (59, 72), 3:0 არფანგ დაფე (81).

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 იაროსლავ კვასოვი (85).

10 მარტი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწინავე კვარტეთში იქნება ჩიხურა, ტორპედო, მე-3 მე და მეოთხეზე ვინ გავა დრო გვიჩვენს!
გოგი ქუთაისელი
13 მარტი 2017 11:23
0
ცეცას არავინ არ გაუშვებს მალე იტყვის სამტრედია თავის სიტყვას და ყველა დავინახავთ ამას,მერე რა რომ წააგო თამაში გუნდმა,ხან მოიგებს ხან წააგებს.მიდით ლომებო
gfz
12 მარტი 2017 12:35
0
მე რაც ვნახე სთრიმის საშუალებით მაგ "მინდორზე" არც ქარში შეიძლება თამაში და არც დარში. ფეხბურთელების დონე ცალკე საკითხია. სამტრედიის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩიხურასაც გაუმართლა საგოლე ეპიზოდში. სამარცხვინო იყო ბოლო დამატებულ წუთებზე ცარიელ კარში ვერ გატანა.ჩემი აზრით სირცხვილია ქვეყნის ჩემპიონ და ვიცე ჩემპიონ გუნდს ასეთ სტადიონზე უხდებოდეს თამაში. დაჟეჟილს გატეხილი სჯობია. ასეთ მინდორზე თამაშს - საერთოდ არ ითამაშო
Giorgi
12 მარტი 2017 01:43
0
კაცმა ჩემპიონი გახადა გუნდი, წავიდა წამყვანი ფეხბურთელები ,რატო უნდა უნდოდეს ვინმეს ძალიან კარგი მწვრთნელის გაშვება ვინმემ მითხარით ვინც ცოტა რამ მაინც იციტ ამის შეასახებ.....
Vaxo
11 მარტი 2017 23:03
0
მე არ ვიცი რა ხდება გუნდში,რა არის და როგორ არის,რადგანაც შორს ვარ, მაგრამ ერთი თამაშით ამხელა ამბის ატეხვა...ცეცაძე რომ კარგი სპეციალისტია ამაში ორი აზრი არ არსებობს.ვენგერი მაშინ არსენალის გულშემატკივრებს "დახვრეტილი" უნდა ყავდეთ
კახა ქირია
11 მარტი 2017 22:57
0
გორგი მომეწონა.
goga
11 მარტი 2017 22:42
0
გორგიაშვილი მომეწონა!
shako
11 მარტი 2017 21:37
0
წელს სამტრედია სირცხვილს გვაჭმევს ლიგაზე,ჯობია საერტოდ არ გავიდეს....
vai tqvens patrons
11 მარტი 2017 21:18
0
upiratesoba namdvilad samtredias qonda es udavoa,magram gaumartla chixuras cota qarmac daexmara es gameorebashic kargad gamochnda dartymis dros karisken sulac argauxedavs yufaraze,magram rasizam fexburti asetia mtavari shedegia.
romandro
11 მარტი 2017 20:01
0
ragac xdeba gundshi paqtia.. vigacas ashkarad ar unda samtrediis warmateba da chasaprebulia.. cecas gashveba gadawyvetilia am gadmosaxedidan da es organizebulad xdeba. rasac samtrediis qulebi da ar mougebeli tamashebi ewireba.. vigacas ro gadauvlis es xalxi ki vici.. erti pexburtia samtrediashi da amis mospoba undat. xalxma yvelaperi icis da veravin veravis ver moatyuebt da sanam droa morchit maimunobas
gol
11 მარტი 2017 19:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული