"სამტრედიის" ფანკლუბი: ჩვენი ფეხბურთელებისგან ამას ვერ ავიტანთ!

AutoSharing Option
"სამტრედიამ" წლევანდელი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ორ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა. მეორე ტურში გია ცეცაძის გუნდი შინ ვიცე-ჩემპიონ "ჩიხურასთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს. გუნდის ფანკლუბმა ("მტრედები") მომხდარზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დააკონკრეტა, რომ ობსტრუქციის მიზეზი არა გუნდის წაგება, არამედ მოთამაშეთა საქციელი გახდა.

"ძალიან ვწუხვართ, ამ თემაზე დაწერა რომ გვიწევს, მაგრამ ჩვენთვის ეს საქციელი აუტანელია! გუნდის და ჩვენი ქალაქის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, ჩვენ, "მტრედები" ტრიბუნაზე არ დავდგებით, სანამ ფეხბურთელები არ მოიქცევიან ისე, როგორც ვიმსახურებთ!

უპირველესად,
ვიტყვით, რომ გვყავს ყველაზე მაგარი კაპიტანი - გიორგი დათუნაიშვილი, ადამიანი, რომელმაც იცის ჩვენი ფასი. აქ წაგება არაფერ შუაშია, ამაზე გართულება არ გვაქვს. მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომელსაც ჩვენი ფეხბურთელებისგან ვერ ავიტანთ - წაგებული თამაშის შემდეგ ბიჭების მიმართ გამამხნევებელი შეძახილი დავიწყეთ და ჩვენს ტრიბუნასთან მადლობის გადასახდელად მხოლოდ კაპიტანი და 2 ფეხბურთელი მოვიდნენ. დანარჩენები მსაჯებს დაემშვიდობნენ და გასახდელისკენ წავიდნენ, რის გამოც სტვენით გააცილეს.

გასაგებია, რომ წაგების გამო მოწყენილები და დამწუხრებულები იყავით, მაგრამ მოგება ჩვენზე მეტად ვინმეს უნდოდა? ჩვენ შეძახილით გაგაცილეთ, თქვენ კი... მიბაძეთ კაპიტანს და სამტრედია შეგიყვარებთ. სხვაგვარად, ერთმანეთს მალე დავემშვიდობებით!

იმედია, ვისაც გეხებათ, ამას წაიკითხავთ და თქვენს საქციელს გააანალიზებთ. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გარეშე მოგიწევთ ბრძოლა", - წერია "მტრედების" განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
kaladzisatvis es semihkis fulia.
. . . . .
10:57 16-03-2017
0
Jango არანაირი დაფინანსება არ ჩამოკლებია სამტრედიას, მხოლოდ მიემატა. შარშანდელი დაფინანსება რაც უნდა მიეღო რაიონისაგან იმაზაე ბევრად მიეტი მიიღო ფეხბურთის სახლმწიფო მხარდაჭრის პროგრამიდან და ფონდიდან და წელსაც მეტი დაფინანსება აქვს. ასე რომ ნუ ავრცელებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას :)
dave
18:37 15-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული