გორის "დილა": როდის დაბრუნდება ირაკლი მოდებაძე?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, გორის "დილას" ლაზარეთი სულ სავსე იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გორელებს ლიდერი ირაკლი მოდებაძე აკლდათ.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა სადღეისოდ "დილაში", რომელიც ამ უქმეებზე თბილისის "დინამოს" სტუმრობს. კითხვებით მივმართეთ "დილას" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს:

"ტრავმების პრობლემა ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა გუნდის კაპიტანი ლექსო კვახაძე, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. წყალტუბოში გამართულ სათასო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე გიორგი ფოფხაძემ. ბოლომდე "ჩაჯდა" გუნდში წიქარიძე,
რომელმაც შედეგიანად ითამაშა იმ შეხვედრაში...

რაც შეეხება ირაკლი მოდებაძის საკითხს, არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი უნდა დაბრუნდეს მაშინ, როცა ბოლომდე მზად იქნება. ეს დრო კი შორს აღარ არის.

მომავალ ტურში "დინამოსთან" ვთამაშობთ და მაქსიმალურ მიზანს ვისახავთ", - გვითხრა ჯოხაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დილას!
agmosavleti tribuna. J U N G L E B I
23:09 18-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული