ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის III ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამომ" გორის "დილა" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" ანგარიში ბაჩანა არაბულმა მე-19 წუთზე გახსნა. გორელებს გასათანაბრებლად სამიოდე წუთი დასჭირდათ - დინამოელთა კარში გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში "დინამო" კაცნაკლული დარჩა - 72-ე წუთზე არბიტრმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან გია ჩადუნელი გააძევა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ კი დათო კირკიტაძემ თავით გაიტანა და "დილა" ანგარიშში დააწინაურა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის მიწურულს "დინამო" სულაც
9 ფეხბურთელით დარჩა - წითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილსაც უჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში, "დილამ" კი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

დღეს III ტურის კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიანებით ჩატარდება - 19:00 სთ-ზე "მიხეილ მესხზე" თბილისის "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდება. კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 19 მარტს გაიმართება.

ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74).
დინამო: სერგი ლიტოვჩენკო, ლაშა თოთაძე, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი (85, მიხეილ ერგემლიძე), ოთარ კიტეიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია (80, ბექა მიქელთაძე), გიორგი გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა: მიხეილ მუჯრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა (77, ლუკა რაზმაძე), ლეანდრო რიბეირო (62, ლევან ნონიკაშვილი), თენგიზ წიქარიძე (83, გიორგი ფოფხაძე), გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო, დათო კირკიტაძე, ალექსანდრე კვახაძე, ირაკლი ძარია.
მთავარი მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კირკიტაძე, რიბეირო, ჩადუნელი, კიტეიშვილი
გაძევება: გია ჩადუნელი (72), ოთარ კიტეიშვილი (91).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:3

19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 24 /
ბიჯო ნუ გამაგიჟებთ ეს ჟურნალისტები, რა სათაურია გორის დილამაც მოუგო, გორის დილამ ისევ მოუგო უნდა დაგეცერათ, დინამომ ჩემპიონატში დილას მოუგო 2013 წელს მის მერე არ მოუგია
kutaisi
18 მარტი 2017 21:27
0
dinamo mainz ar erkvas am gunds, fifiam soflis gunds daamgavna(((
duda
18 მარტი 2017 21:05
0
ტეხავს რომ წააგო დინამომ. არ ველოდი დღეს ამ ანგარიშს მაგრამ არაუშავს. სეზონი დიდია მაინც იტყვის ეს ახალგაზრდული გუნდი სათქმელს. იმაზე მეცინება ათეთრებს რომა ფულსო რომ წერთ. ხო სუ ჩვენი გადასახადებიდან იღებს ფულს და ათეთრებს და ბენზინს გვიძვირებს კიდე და გაზს. კაცი თავის მაყუთს ხარჯავს მილიონობით და ათეთრებსო:) კაჭოსი მჯერა. იცის მაგ კაცმასაქმე და დინამოს სიყვარული. მიდით ბიჭებო ორმაგი მოდომებაა საჭირო
გურამი
18 მარტი 2017 19:52
0
ივო შუშაკი მოუხდებოდა დინამოს, ფიფია კიდე ყოველ წელს ახალ გუნდს ვაკეთებო, ძვირიან ლეგიონერებს თუ არ დაიმატებენ სულ ახალგაზრდებით არასდროს გამოვა რამე
messi
18 მარტი 2017 18:52
0
არა რა, ფიფია იმენნა კაიფობს და ფულს ათეთრებს რა....აბა კაჭარავა ისევ? ბოლო ბოლო აგარ რცხვნიათ? დინამო თბილისი რად გადააქციეს რა....ტფუ რა
levani
18 მარტი 2017 17:43
0
კვლავ კაჭარავა კვლავ იგივე
კვლავ კაჭარავა
18 მარტი 2017 17:22
0
კაჭარავას რა უნდა დინამოში, ნუთუ არაფერი გახსოვთ მაგის ხელში დინამო რას აკეთებდა, კაჭარავას მეტი მწვრთნელი თუ ვერ ნახეს ამქვეყნად მოდი რა თბილისში სხვა გუნდებიც არ არსებობს დინამოს გარდა და ითამაშონ იმ გუნდებმა. არ შეიძლება სულ იგივე იყოს დინამოს ისტორიას ვცეთ პატივი
ნუთუ არაფერი გახსოვთ
18 მარტი 2017 17:19
0
დინამო ყვრნის ქარტულ ფეხბურტს ხალხო,ნახევარი საქარტველოს სტადიონები არააქ და ესენი მილიონებს სჰოულობენ მე დზმაო დავიტირე უკვე ქარტული ფეხბურტი დინამოს მესტაურობიტ.
bajo
18 მარტი 2017 17:09
0
საცოდაობაა ეს დინამო, უფრო საცოდავია მისი მწვრთნელი, რომელიც იმდენად ვერ ენდობა ფეხბურთელებს და იმდენად მშიშარაა რომ 90 წუთი ყვირილში და კარნახში გაატარა მისი ებრაელი ვიზავისაგან განსხვავებით რომელიც თავისი ფეხბურთელებს პატივს სცემს და არ ამცირებს საქვეყნოდ მუდმივი ძახილ -კარნახით,ჭკუის სწავლებით.
უფრო მეტი საცოდაობაა ბაჩანა არაბული დინამოში, მიუშვით ეს ბიჭი სამტრედიაში, იქაა მისი ადგილი.
Guadua
18 მარტი 2017 17:08
0
სამაგიეროდ სამხარაძეს ვერ ელევა და სწორედ სამხარაძის ჭკუაზე რომ დადის იმიტომ არის მინუსებში.
buba
18 მარტი 2017 16:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული